"კვირიკაშვილი ივანიშვილის დაქირავებული მენეჯერია, ნორმალურ ვითარებაში ის კონსტიტუციის ცვლილებში მთავარი მოთამაშე უნდა იყოს"- სამადაშვილი
პოლიტიკა - 12:33, 22 Jun, 2017     2177
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილი თავს ვალდებულად არ მიიჩნევს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ქართველი ხალხის წინაშე განმარტებები გააკეთოს.

"ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელიც მართავს ქვეყანას და რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს პარლამენტში, უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ისეთ ფუნდამენტურ საკითხში, როგორიც კონსტიტუციის ცვლილებაა",- აღნიშნა დეპუტატმა დეპუტატმა იმ საკითხის კომენტირებისას, რომ გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს არ გამოხმაურებია.

"რეალურად ქვეყანა არის გასული ყველა ნორმალური პოლიტიკური პროცესის ჩარჩოებიდან. ქვეყანა იმართება, როგორც კერძო კორპორაცია ადამიანის მიერ, რომელსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვს და კვირიკაშვილი თავს არ მიიჩნევს ვალდებულად ქართველი ხალხის წინაშე, მათ შორის არც საკონსტიტუციო ცვლილებებზე და შესაბამისად, იგი არის ჩვეულებრივი დაქირავებული მენეჯერი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ერთადერთ ადამიანთან, რომელსაც ჰქვია - ბიძინა ივანიშვილი. მას ჩაბარებული აქვს კონკრეტული საკითხები, რომელზეც უნდა იმუშაოს, თუმცა ის არ წარმოადგენს არანაირ პოლიტიკურ ფიგურას ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება საკონსტიტუციო პროცესს, ბიძინა ივანიშვილს დაქვემდებარებულ სხვადასხვა ჯგუფებს შორის, როგორც ჩანს, არის აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციის მოდელთან დაკავშირებით. პრემიერი კვირიკაშვილი არ აფიქსირებს თავის აზრს, რადგან, როგორც ჩანს, მას სურს, რომ ჩრდილში იყოს და ღიად და აშკარად არ დაიკავოს არც ერთი დაჯგუფების პოზიცია. ეს აჩვენებს, რომ იგი არის სრულიად უსუსური პოლიტიკური ფიგურა და რეალურად, ქვეყანას არ ჰყავს არც მთავრობა და არც რეალური პოლიტიკური მმართველი ძალა. შედეგად მივიღეთ ის ბაკქანალია, რაც მივიღეთ საკონსტიტუციო პროცესის სახით”, - განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42