კახა კახიშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ
პოლიტიკა - 10:49, 22 Jun, 2017     1040
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კალათბურთელებსა და მსჯავრდებულებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.

სპორტულ ღონისძიებას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზამბახიძეც ესწრებოდნენ. კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად კალათბურთის ბურთები, მაისურები და შორტები გადასცეს.

კახა კახიშვილმა სტუმრებს N16 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გრძელვადიანი პაემნებისათვის განკუთვნილი ოთახები, პურის საცხობი, სასადილო და სპორტული დარბაზები დაათვალიერებინა.

სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია წარმოადგენს.

„N16 პენიტენციურ დაწესებულებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დღევანდელი ამხანაგური მატჩი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ემსახურება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციას,“ - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც ითანამშროლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და სპორტული აქტივობები ერთობლივად განახორციელონ.

„მსჯავრდებულებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში, სპორტული აქტოვობებით დაკავდნენ. აღსანიშნავია, მათი სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარული. მოხარული ვარ, რომ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სპორტული ღონისძიება სასჯელაღსურლების და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42