„ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებამ მავნებლობისთვის დიდი ფასი გადაიხადოს“- რატომ არ შეუერთდა ბოკერიას გუნდი ბოიკოტს
პოლიტიკა - 17:51, 21 Jun, 2017     1351
„ევროპული საქართველოს" ლიდერმა პარლამენტში მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვებთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში ისაუბრა, გიგა ბოკერიამ განმარტება იმის შესახებ გააკეთა, თუ რატომ არ შეუერთდა მისი პოლიტიკური ძალა ენმ-სა და „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს;

„ჩვენ ვიყენებთ საპარლამენტო ტრიბუნას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის და იმ წნეხისთვის, რომელიც საზოგადოების მხრიდან უნდა წამოვიდეს ხელისუფლებაზე და რაც დღითიდღე იზრდება. სამწუხაროდ ეს ყველაფერი დღეს ვერ მოგვცემს შედეგს, ამის ილუზია არავის არა აქვს, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა ყველა ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამ ხელისუფლებამ რაც შეიძლება დიდი ფასი გადაიხადოს ამ მავნებლობისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ჩადიან.

პროცედურული ომით ამის შეჩერება ვერ მოხერხდება, არც ამის ილუზია არ უნდა გვქონდეს, ჩვენ ყველა აქტიურმა მოქალაქემ და პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოიყენოს იმისთვის რომ ხელისუფლებას ქონდეს მაქსიმალური დისკომფორდი. მე დარწმუნებული ვარ რომ გარდაუვალია ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ხელისუფლებამ ამ პროცესებით აჩვენა, რომ მათი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით, მათ შორის ქვეყნისთვის ზიანის მიყენების ფასადაც. ამის მაგალითია კონსტიტუცია, ორი სიტყვით რომ შევაფასოთ, მივიღეთ ის რომ მოქალაქეებს წაართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ შეინარჩუნეს სისტემა, რომლის შეცვლასაც თავად მოითხოვდნენ, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, მერე პირობა დადეს ათასჯერ, რომ შეცვლიდნენ, მომავალშიც მახინჯ ბონუსურ სისტემაზე გადასვლას გეგმავენ. უარი თქვეს პლებისციტთან დაკავშირებით ჩვენს ინიციატივაზე, რომ ხალხის აზრი ეკითხათ. ვერ მიაღწიეს ვერავისთან თანხმობას, არც კი უნდათ რომ საზოგადოების აზრი იცოდნენ. პოლიტიკური უტიფრობის მაგალითებს იძლევიან, განაცხადეს მონარქიის თუ ბატონყმობის აღდგენაზე პლებისციტი ჩავატაროთო და პრეზიდენტის არჩევაზე არ უნდათ ხალხის აზრის კითხვა.“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით მოქმედი ხელისუფლება შესაძლოა ისტორიაში და სახელმძღვანელოებში იმ პრინციპით შევიდეს, თუ როგორი არ უნდა იყოს მთავრობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42