„საკონსტიტუციო ცვლილებები ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 17:43, 21 Jun, 2017     1342

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონმდებლები პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვებს უსვამენ. კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებამდე ირაკი კობახიძემ დეპუტატებს ძირითადი პუნქტდები გააცნო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა, ერთი არის დახვეწილი სისტემის მიღება, მეორე კი ქვეყნის უზენაესი დოკუმენტის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან მკაცრი ზღვარი დაგვეწესებინა ბონუსისთვის, ზღვარი არის სამი სახით დაწესებული, სამივე არის კუმულაციური ფორმით წარმოდგენილი კონსტიტუციის შესაბამის მუხლში, პირველი ეს არის აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბონუსის ხარჯზე პარტიამ არ უნდა მიიღოს 89 მანდატზე მეტი, მეორე ეს არის ფარდობითი ზედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითადი მანდატების 35%-ს არ უნდა გადააჭარბოს დამატებითი მანდატების რაოდენობამ, ძირითადი მანდატების სახით თუ პარტია იღებს 40%-ს, ამ შემთხვევაში ის ბონუსის სახით ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს, მესამე ეს არის აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აბსოლუტურ უმრავლესობამდე 76 ხმამდე არ ევსება პარტიას ბონუსის ხარჯზე მანდატები, ამ შემთხვევაში ბონუსი აზრს კარგავს, ბონუსის ათვლა იწყება 38%-დან და ძირითად აქტუალობას იძენს 38-დან 44 მანდატის ინტერვალში.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტის სტატუსი, უფლებამოსილებები, არჩევის წესი, ეს სამი საკითხი უნდა მიმოვიხილოთ, სტატუსი რჩება უცვლელი, პრეზიდენტი კვლავ არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში, პრეზიდენტის კომპეტენციების კუთხით, ჩვენ არ გვაქვს არსებითი ცვლილებები, არის ორი მნიშვნელოვანი ცვლილება, ერთი, საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის კომპეტენციას და მეორე ეხება საქმე ეროვნული უშიშროების საბჭოს, ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო, რისი მიზეზიც არის დღევანდელი კონსტიტუცია, აბსოლუტურად არასწორი ფორმით არის მოწესრიგებული ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციები, ეროვნული უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შედის მთავრობის გამგებლობის სფეროში. საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით“, - განაცხადა ირკლი კობახიძემ.

პარლამენტის დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ იმყოფება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ ბოიკოტი გამოუცხადა სხდომას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42