მართალია, რესპონდენტის ვინაობა არც ამჯერად კონკრეტდება, მაგრამ როგორც გადაცემის ავტორი და პროდიუსერი ვანო პავლიაშვილი ამბობს, საზოგადოებისთვის ცნობილი ქალბატონი პირადი ცხოვრების დეტალებს მოყვება.
„ესაა სიმართლე, რომელიც არასოდეს თქმულა,“ - აცხადებს პავლიაშვილი და დასძენს, რომ მაყურებელი დღევანდელი გადაცემიდან შეიტყობს, თუ რა გზა გაიარა ერთ-ერთმა ცნობილმა ადამიანმა ობლობიდან წარმატებამდე.
შეგახსენებთ: დაუმონტაჟებელი ინტერვიუების ციკლი - „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ტელეკომპანია „იბერიას“ ახალი პროექტია, რომელიც ეთერში ყოველ ოთხშაბათს, 21:30 საათზე გადის. ამ ეტაპზე გადაცემის სტუმრები იყვნენ: საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ბათიაშვილი; ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია და შს ყოფილი მინისტრი, ამჟამად დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






