პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა - საპარლამენო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ გუნდში თარიღთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. მისი თქმით, ამ ეტაპზე შეთანხმებული პოზიცია არ არის, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა როდის მოხდება.
„პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არსებობს. ვინაიდან კითხვის ნიშნები პრეზიდენტმა დასვა და ამაზე მსჯელობა იყო, არ გვსურს, რომ ამის გამო საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩრდილი მიადგეს და მზად ვართ, რომ მომდევნო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს, რომელიც დღეს არსებობს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება არაპირდაპირ წესზე გადასვლა, რომელიც საპარლამენტო მოწყობისთვის შესაბამისად მიგვაჩნია. ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ცვლილებები ერთი ადამიანის წინააღმდეგ არის შემოტანილი, არგუმენტის საფუძველი დაეკარგათ და ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მოდელთან დაკავშირებით თავად პრეზიდენტიც აღარ საუბრობს. როგორც ვნახეთ, მან ბოლოს პრეზიდენტის მანდატზე ისაუბრა და არა - არჩევნების წესზე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






