"პატრიოტთა ალიანსი" კვირიკაშვილს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს და გადადგომისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 14:21, 21 Jun, 2017     1968
“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს უცხადებს და გიორგი კვირიკაშვილს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს. ირმა ინაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს და ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას მოითხოვს. აღნიშნულ თემაზე ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ხელისუფლება ღიად ცდილობდა საპარლამენტო მანდატების მიტაცების დაკანონებას. ამას ვაპროტესტებდით ჩვენ, მთელი პოლიტიკური სპექტრი და მთელი საზოგადოება. ევროსტრუქტურებმაც მკაფიოდ თქვეს, რომ ეს არ არის დემოკრატია და არის უსამართლობა. ამ ვითარებაში ხელისუფლებას ზნეობრივი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ჩვენი სამართლიანი მოთხოვები უნდა დაეკმაყოფილებინა, ნაცვლად ამისა ხელისუფლებამ კვლავ მოატყუა ქართველი ხალხი და დღეს ჩვენ გვთავაზობს შერეულ საარჩევნო სისტემას. გამოდის რომ კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესი, რომელშიც მე აქტიურად ვმონაწილეობდი, იყო სპექტაკლი და ტყუილი. მეტიც ხელისუფლებამ ჩუმჩუმად და მზაკვრულად, პარლამენტში დასამტკიცებლად შემოიტანა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ აკანონებს საარჩევნო უბნებზე გაყალბებას. მსგავს უსინდისობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვერასდროს შეეგუება. დღეს პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ამ პროცესების უკან დგას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, სწორედ მისი დირექტივებით მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი და სწორედ ის უჭერდა მხარს ე.წ ბონუსის საკითხს, რაც პრაქტიკულად ხელისუფლების უზურპაციას ნიშნავს და რასაც აქტიურად ლობირებდნენ პარლამენტში „ქართული ოცნების“ ლიდერები. მე ერთხელ ვუთხარი კვირიკაშვილს, რომ ის არ მონაწილეობდა სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში და ახლაც ვამბობ, რომ მას არ ესმის დემოკრატია. ღიად ვამბობ, რომ კვირიკაშვილი და მისი თანამოაზრეები დღეს ახორციელებენ ხელსუფლების უზურპაციას და მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიან წევრს და საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს, სწორედ დღეს უნდა შეასრულოს მისი დანაპირები, რადგან საქმე დემოკრატიის რღვევასთან გვაქვს. ივანიშვილი უნდა ჩაერიოს და ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. კვირიკაშვილს კი ვაძლევ რჩევას დატოვოს პრემიერის თანამდებობა, მისი პრემიერობისას ქვეყნისათვის სასიკეთო ძვრები არათუ არ მომხდარა, არამედ მასობრივად გაღატაკდა მოსახლეობა, არავის ესმის ხალხის ხმა და ტკივილი.“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42