„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია. მიუხედავად ჩვენი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებულ პაკეტში შემოთავაზებული გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნების წესისა და ბლოკების გაუქმებისადმი 5% ბარიერის შენარჩუნების პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც დადებითად შევაფასეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს მოსაზრება გაიზიარა ასევე ვენეციის კომისიამ და პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა პროპორციული სისტემის შემოღება.
საკონსტიტუციო კომისიაში გამართული 4 თვიანი მუშაობის, ვენეციის კომისიასთან შემდგარი შეხვედრების და მისი შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, სრულიად არაადეკვატურია მმართველი პარტიის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება პროპორციული სისტემის ძალაში შესვლის კიდევ უფრო გადავადების შესახებ. მსგავსი მიდგომა აზრს უკარგავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება და კონსენსუსზე დამყარებული კონსტიტუციის მიღება უნდა ყოფილიყო. ამის სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინტერესებული მხარეების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ერთპიროვნულად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალა გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ",- ნათქვამია განცხადებაში.
ვრცლად წაიკითხეთ მოცემულ ბმულზე .
მასალის გამოყენების პირობები






