"პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადაწევამ გააშიშვლა "ოცნების“ სურვილი - ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას"- ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 12:11, 21 Jun, 2017     1493
,,ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პროპორციული სისტემის გადაწევით, ,,ქართული ოცნება“ ძალაუფლების მაქსიმალურად ჩაბღაუჭებას ცდილობს.

,,პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადაწევამ გამოაჩინა და გააშიშვლა ,,ქართული ოცნების“ ნამდვილი სურვილი, რომ ისინი ნებისმიერი ფორმით ებღაუჭებიან ძალაუფლებას. იციან, რომ მათ ხალხის ნდობა არ აქვთ და ამიტომ შემოაქვთ ისეთი სისტემა, რომელიც რამენაირად შეანარჩუნებინებს ძლაუფლებას. მათ ბონუსის ისეთი სისტემა უნდოდათ, რომელიც უსამართლო იყო. ბონუსის სისტემა საბოლოოდ ყველამ დაიწუნა, მათ შორის ვენეციის კომისიამაც. როგორც კი ბონუსის სისტემა არ გაუვიდათ, მათ გადაწყვტეს, რომ გადაწიონ პროპორციული სისტემის ამოქმედება 2024 წლისთვის"- აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება ბარიერის დაწევას. ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ ,ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტს დათმობს, უკეთესი იქნება.
"რაც უფრო მეტს დათმობს ,,ქართული ოცნება“და ეს დათმობა იყოს არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, ჩვენ ამას არ შევეწინააღმდეგებით. ჯამში არც ბლოკების აკრძალვა და მაღალი საარჩევნო ბარიერი არ არის გამართლებული, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს ტოვებს ბევრ გაუნაწილებელ მანდატს და მის მითვისებას აპირებს პირველ ადგილზე გასული პარტია. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ,,ქართული ოცნება“ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს დაბალი. ამაში ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ზურაბ ჭაბერაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42