"ვისმენთ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, კობახიძის მხრიდან მარგველაშვილთან მიმართებით საუბარი კომიკურია"- ჩიხრაძე
პოლიტიკა - 09:00, 21 Jun, 2017     1607
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„ვისმენთ შეურაცხყოფას, ვისმენთ ცილისწამებას, ვისმენთ აბსოლუტურად უსაგნო პოლემიკას, მათ შორის, კონსტიტუციის საკითხებთან დაკავშირებით. იყო ლაპარაკი, თითქოს, ტყუილები, თითქოს, ასე ვთქვათ, შიში და ა.შ. ძალიან კომიკურია ასეთ თემებზე საუბარი მარგველაშვილთან მიმართებაში,“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს განსხვავებული მოსაზრებების მიუღებლობა აქვს.

„კონსენსუსი ჰგონია ის, რომ მხოლოდ მისი ან მმართველი პარტიის წარმომადგენელთა აზრზე უნდა ხდებოდეს თანხვედრა და აზრის კონსოლიდაცია და არაფრით არ შეიძლება, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას სხვისი აზრისკენ,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, "ვენეციის კომისიას" პარლამენტის არჩევის სისტემასთან დაკავშირებით სერიოზული შენიშვნები ჰქონდა და შედეგად, მმართველმა გუნდმა შერეული მოდელი ძალაში დატოვა.

„7 წლითა და რამდენიმე თვით საქართველოს გადავუვადეთ კიდევ ერთხელ უფრო დემოკრატიული, უფრო სამართლიანი სისტემის შემოღება... ჩვენ შეიძლება, მივიღოთ მოდელი, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკის წარმოებას საქართველოში. ჩვენ შეიძლება, ჩუმი ავტორიტარიზმის მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ და ხვალ, ზეგ დამაბალანსებელი ინსტრუმენტებიც არ არსებობდეს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42