"პრეზიდენტმა დაიწყო დესტრუქციით და ამთავრებს დესტრუქციით“ - კობახიძე მარგველაშვილს პარლამენტის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 10:34, 21 Jun, 2017     1319
პარლამენტი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. პრეზიდენტის უარის მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სესია მაინც გაიმართება, სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახალი კონსტიტუცია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმაზე განსხვავებული მოსაზრების ქონის გამო დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის პარლამენტს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა:

„იმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, პარლამენტს აქვს ამის უფლება მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა საქართველოს პარლამენტს. პრეზიდენტმა დაიწყო დესტრუქციით, მან დაიწყო დაპირისპირებით კომისიის წინააღმდეგ და ის ამთავრებს დესტრუქციით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებულ რეჟიმში განხილვის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიციაც. მათი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოება მოატყუა და მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს არ ეთანხმებიან არც პოლიტიკური პარტიები, არც არასამთავრობო სექტორი და არც საზოგადოება, ამ ახალ პროექტს მაინც განიხილავს.

„მათ მოატყუეს ხალხი, მოატყუეს პოლიტიკური პარტიები, მოიმიზეზეს რაღაც ბუნტი მაჟორიტარებსა და არამაჟორიტარებს შორის. ყველაფერი თურმე მიმართული ყოფილა პრეზიდენტის ხმოსნების მიერ არჩევნებისაკენ,“-განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც," ისინი დღევანდელ სხდომას მაინც დაესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42