რიგგარეშე სხდომის ჩატარება - უმრავლესობა გადაწყვეტილებას დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღებს
პოლიტიკა - 18:17, 20 Jun, 2017     1233
ქართული ოცნება რიგგარეშე სხდომის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღებს. სხდომა 20:00 საათზეა ჩანიშნული.


მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე უარი უთხრა, პროცედურის მიხედვით, პარლამენტს თავად აქვს უფლება, მიიღოს სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება.

„პრეზიდენტის თანხმობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩატარდეს სხდომა რიგგარეშე. ამას ითვალისწინებს რეგლამენტი, შესაბამისად, ჩვენ ჩავატარებთ სხდომას ხვალ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტის უარის შემდგომ 48 საათი გასულია.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა გაბუნია, აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განიხილონ, ხვალ, 12 საათზე დაინიშნება.

„არაფერი არ იცვლება ამ თვალსაზრისით. პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლება, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ. სამწუხაროა, რომ ეს პოლიტიკური შეფერილობა ახლავს ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით მან იერიში მიიტანა არა უმრავლესობის ნებაზე, რომ დავიწყოთ განხილვა, არამედ კონსტიტუციაზე,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშიერებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს აცხადებს. აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიმართვის საპასუხოდ გააკეთა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42