,,კონსესუსის რესურს ვერ ვხედავ, ცუდსა და უარესს შორის, უარესის არჩევას გეგმავენ, ამ გეგმის ჩაშლა მხოლოდ სახალხო პროტესტით შეიძლება! დრო არ ითმენს! დავიწყოთ მოქმედება!“ - წერს ედპ-ს ლიდერი.
,,ნიუპოსტთან“ საუბარში ქარდავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მანიპულაციები დაიწყო.
„ჯერ კიდევ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე აამუშავეს მაჟორიტარების პრობლემა. ეს წმინდა წყლის შანტაჟია, მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა ყველა მთავარ კომპონენტში ნეგატიური აღმოჩნდა, ქართულმა ოცნებამ მთელი ამ პერიოდში გამართული დისკუსიები, ხალხთან შეხვედრები ერთი ხელის მოსმით გადახაზა და ძალაუფლების მიტაცების კიდევ უფრო მძიმე ფორმა შემოგვთავაზა.
დღემდე კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ არსებობს შეთანხმების მიღწევის რაიმე რესურსი, შეიძლება გვეფიქრა პრეზიდენტის ფაქტორის გამოყენებით მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაზე, კი ბატონო, პლებისციტიც განგვეხილა, მაგრამ ხელისუფლების ამ მოქმედების შემდეგ, ალბათ ყველანი უნდა ვხვდებოდეთ, რომ მათ არანაირი კონსენსუსი და რეალური რეფორმა არ აინტერესებთ, არც პლებისციტზე წავლენ და ეს მხოლოდ დროის გაყვანა იქნება.
დღეს ოპოზიცია სახალხო დემოკრატიული პროტესტის დაგეგმვაზე უნდა ფიქრობდეს. სხვა დანარჩენი იქნება დროის კარგვა და მთავარი პრობლემიდან აცდენა. გავიხსენოთ რეპერების საქმე, მას მოყოლილი საზოგადოებრივი პროტესტი და ხელისუფლების რეაქცია, აი რაზე რეაგირებს ხელისუფლება“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






