საქმე ეხება გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს აცხადებს.
"ძალიან სამწუხაროა, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ამ ძალიან პოზიტიურ პროცესს, რასაც კონსტიტუციის მიღება ჰქვია, ხელი შეეწყოს, პრეზიდენტის მხრიდან ხდება გარკვეულწილად პროცესისთვის ხელის შეშლა. დღევანდელი ფაქტი არის ამის დამადასტურებელი, როდესაც რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაზე პრეზიდენტის მხრიდან უარი იყო ნათქვამი. თუმცა ეს პროცესს არანაირად არ შეუშლის ხელს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, თუ როგორ ხდება ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება. რიგგარეშე სხდომა მაინც ჩატარდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების წარდგენიდან 48 საათში. ეს ვადა ხვალ გადის და შესაბამისად, ხვალ პარლამენტი იქნება უფლებამოსილი, კანონის სრული დაცვით ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა",- განაცხადა მათიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






