უნდა შეიქმნას თუ არა ქვეყანაში მმართველობის მსგავსი ტიპი? საკითხს „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინი აფასებს, რომელიც იმ სამ ძირითად თემაზე საუბრობს, რომელიც პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული:
„არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა ეს თემა იმისათვის, რომ გადაფაროს რეპერების საკითხი, გადაფაროს ელისო კილაძის დაჭერილი შვილის საკითხი, ე.წ. ციანიდის საქმე და ბევრი სხვა თემა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან აზიანებს ამ ხელისუფლებას. ხელისუფლების სტილია ბოლო დროს, რომ გადაფაროს ასეთი თემებით ის სიდუხჭირე, რომელიც ქვეყანაშია და საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხზე. მაგრამ რადგან დაიწყო ამაზე საუბარი, მნიშნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა საკუთარ თავს სამი შეკითხვა დაუსვას და მხოლოა ამის შემდეგ ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებასაკონსტიტუციო მონარქიასთან მიმართებით.
პირველი - საუბარი საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე არის აბსოლუტურად არარელევანტური და არასწორი, რადგან საქართველოში არასდროს არ ყოფილა საკონსტიტუციო მონარქია. სიტყვა აღდგენა გულისხმობს იმას, რომ რაღაც ჩვენ გვქონდა, შემდეგ დავკარგეთ და ახლა გვსურს მისი კვლავ აღდგენა. ნებისმიერი ისტორიკოსი დაადასტურებს, რომ საქართველოში საკონსტიტუციო მონარქია არადროს არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გამოყენება სიტყვის აღდგენისა, მიზნად ისახავს საკონსტიტუციო მონარქიის თემის შეფუთვას. ეს არის ჩვეულებრივი PR-ტექნოლოგია, როდესაც საზოგადოებას ესაუბრები აღდგენაზე, ის უფრო მარტივად იღებს ამ თემას. შავი პიარის ტექნოლოგიების ნაწილია, როდესაც იყენებ ისეთ სიტყვებს, რომლებიც პოტენციურად პოზიტიურად განაწყობს საზოგადოებას შენი პოზიციის მიმართ. ანუ საუბარია არა აღდგენაზე, არამედ საკონსტიტუციო მონარქიის შექმნაზე.
მეორე კითხვა არის ის, რომ აპელირება წარმატებული ევროპული ქვეყნების მაგალითებით, სადაც არის კონსტიტუციური მონარქია, ასევე არის არასწორი, რადგან ნებისმიერი ისტორიკოსი, დაადასტურებს, რომ საკონსტიტუციო მონარქიები შეიქმნა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში და ახლაც არის, როგორც კონსესუსი ელიტებს შორის, ანუ აბსოლუტურმა მონარქიამ თავისი განვითარების რაღაც პერიოდში უარი თქვა თავის უფლებებზე და საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელმაც ჩაიბარა ეს უფლებები, როგორც გარანტია მეფის ოჯახისა და თავადებისთვის, როგორც გარანტია მათი უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლების დაცვის, მისცა ამ ძველ ელიტას კონსტიტუციური მონარქის თემა. იყო აბსოლუტური მონარქია, მეფემ თქვა უარი თავის უფლლებებზე, შეიქმნა კონსტიტუციური მონარქია და ეს იყო არა ბუნებრივად შექმნილი პროცესი, არამედ კონსესუსის შედეგი, რომელიც იმ მომენტისთვის ელიტებს შორის შედგა. საქართველოში ამ წუთისთვის მეფის ოჯახს, თავადებსა და მათ ქონებას არაფერი ემოუქრება. არ არის საჭირო ისეთ კონსესუსზე საუბარი, რომლითაც ელიტის ეს ნაწილი დასაცავი იყოს კონსტიტუციის საშუალებით. ევროპის ქვეყნებში კონსტიტუციური მონარქია, როგორც მმართვეობის წესი შექმნილი იყო იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო ძველი ელიტა.
რაც შეეხება მესამე საკითხს, ნებისმიერი იურისტი დაადასტურებს, საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის წყობის ჩამოყალიბება გამოიწვევს ძალიან საინტერესო პროცესებს - სახელმწიფო აღიარებს მეფის ოჯახის უფლებებს, მათ შორის თავად-აზნაურების უფლებებს, შეუძლებელია მეფის ოჯახი იყო გარემოცვის გარეშე. აქ ყველამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, ქართული საზოგადოება მზად არის იმისათვის, რომ დაიწყოს ახალი, დიდი ქონების გადანაწილება ჩვენს ქვეყანაში? თუ სახელმწიფო აღიარებს თავად-აზნაურების სტატუსს, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი აღიარებს იმას, რომ მათ ჩამოერთვათ ქონება, მნიშვნელობა არ აქვს როდის და ვინ ჩამოართვა, ფაქტია, რომ ისინი ფლობდნენ დიდ ქონებას, დიდი ოდენობის მიწებს, აღიარება მათი სტატუსისა გამოიწვევს იმას, რომ ეს ხალხი მოითხოვს თავისი ქონების დაბრუნებას. მზად არის ეს ქვეყანა, რომ ქონების ახალი გადანაწილება მოხდეს? ხალხი მზად არის, რომ დაუთმოს საკუთარი მიწები აზნაურებსა და თავადებს? თუ მზად არის, მაშინ საზოგადოებას ამაზე მსჯელობის უფლება აქვს“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






