,ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა შეხვედრა დახურული იყო და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი დეტალები გახმაურდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აფგან მუხტარლის საქმე იყო. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ სანამ გამოძიება შუალედურ პროცესშია, არ არის საჭირო პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამით საგამოძიებო ორგანოების დისკრედიტაცია ხდება.“ - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განმარტებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გარდა, ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების საკითხზეც იყო საუბარი.
"ვისაუბრეთ პოლიციაში არსებულ ვითარებაზე. შეხვედრის დროს ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და რეპერების საქმეზეც ვიმსჯელეთ. გამოძიება ინტენსიურად მუშაობს და აუცილებელია, რომ სწრაფად დასრულდეს." - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა
მასალის გამოყენების პირობები






