ამასთან კილაძე ჩვენთან საუბრისას საპატრიარქოში მიმდინარე სკანდალებში სუს-ის უფროსის მოადგილის თანამონაწილეობის კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს.
მეტიც, ჟურნალისტი ამბობს, რომ საპატრიარქოს იურისტი მასთან პროკურატურის მაკომპრომიტირებელი მასალების გადაცემაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას.
"როგორც ჩანს ედიშერ ქარჩავამ სოსო გოგაშვილისგან ახალი დავალება მიიღო, რომ აუცილებლად ჩემი სახელი და გვარი ახსენოს. როგორც ჩანს მას გუშინ გასული სიუჟეტი არ უნახავს თუ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ელისო კილაძეა, მამა გიორგი თუ ელისო კილაძეა, მაშინ, ბატონ ედიშერს ფსიქიური მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს წესრიგში და ვურჩევ ფსიქიატრს მიმართოს. მესმის, რომ ქარჩავა არის ჩიხში, რადგან გამართლდა ის, რაზეც მე სამი თვის უკან ვწერდი: ეკლესიასთან დაკავშირებულ ყველა სკანდალთან სოსო გოგაშვილი პირდაპირ დაკავშირებულია. მათ შორის ბორჯომში, მეუფე სერაფიმესთვის მოწყობილი სკანდალი, რომელიც მეუფე იობისთვის ეპარქიის გაყოფით გაგრძელდა და განაყოფ ეპარქიაში მისი ცოლის ბიძაშვილის, მეუფე სვიმეონის დანიშვნით. რეალურად ეს ყველაფერი არის გეგმა მეუფე იაკობის პატრიარქობისკენ, მან ამ გზაზე მეუფე დიმიტრი ჩამოიშორა, მისი სრული დისკრედიტაცია, სოსო ოხანაშვილის დისკრედიტაციის გზით მოახდინა და ასევე ცდილობს ამ გზაზე მეუფე იაკობს, მეუფე პეტრე ჩამოაშოროს. ეს პროცესები დიდი ხანია მიდის, ის (გოგაშვილი) მეუფე იაკობთან ერთად საეკლესიო მიწებს ისაკუთრებს და ყველა ქონების საქმის კურსშია. მე ამ წერილის შესახებ, ისევე როგორც თქვენ, რუსთავი 2- ის ეთერიდან გავიგე. ეკუთვნის თუ არა ხელნაწერი მამა გიორგის, ამაზე ალბათ ექსპერტიზა არსებობს, ქარჩავას მისთვის ერთ ძალიან პიკანტურ ამბავს შევახსენებ - ელისო კილაძე ხომ არ იყო ის, ვინც წელიწადნახევრის წინ, პროკურატურაზე კომპრომატებს სთავაზობდა და მოლაპარაკებას კერძო და შუამავალი პირის მეშვეობით აწარმოებდა?! დაავიწყდა? - მაშინ ექიმთან უნდა წავიდეს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ელისო კილაძემ.
დაკავებული დეკანოზის მტკიცებით „ციანიდის საქმე“ საპატრიარქოში დაიგეგმა და ეს გეგმა შეასრულა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ სოსო გოგაშვილმა. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც „ციანიდის საქმეში“ ბრალდებულმა რუსთავი 2-ს ექსკლუზიურად ციხიდან გამოუგზავნა, მისი თქმით სცენარის ავტორების შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი არიან.
„არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს, არსებული საქმის წინასწარ დაგეგმვას , რომლის სცენარის ავტორები არიან შორენა თეთრუაშვილი, მეუფე იაკობი, ხოლო სცენარის განმახორციელებელი სოსო გოგაშვილი (რომლის შვილის ნათლიაც არის იაკობი) და ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ პატრიარქმა არ იცოდეს სიმართლე, თუ ვინ და რისთვის მომიწყვეს ეს ყველაფერი.“- წერს დეკანოზი წერილში.
საქმეში გოგაშვილის თანამონაწილეობაზე საუბრობს დაკავებული სასულიერო პირის ძმაც.
მასალის გამოყენების პირობები






