„კანონი მაუწყებლობის შესახებ“ - ეკა ბესელია მესამე სექტორს არაკორექტულობაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 13:00, 20 Jun, 2017     1181

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან „წითელი ზონისა“ და „ინტერვიუ“-ს მოხსნას გასულ კვირას მესამე სექტორი ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაცემები, ძალაუფლებრივი ღერძებისა და პოლიტიკური პროცესების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა., მათი ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება კი სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მიირეს პასუხისმგებელმა პირებმა.

განცხადებას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პასუხობს:

„მინდა გამოვეხმაურო განცხადებას რომელიც გუშინ გავრცელდა ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით.

2016 წლის 19 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იქნა საკანონმდებლო წინადადება (#2377) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 6 იანვარს კომიტეტის სხდომაზე განიხილა აღნიშნული წინადადება და პრინციპების დონეზე ცნო მიღებულად. იქიდან გამომდინარე, რომ წინადადების ავტორთა მიერ საკომიტეტო განხილვის დროს დასახელებულ იქნა პრაქტიკაში წამოჭრილი კიდევ სხვა ხარვეზები, რაც საჭიროებდა დამატებით ცვლილებებს, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა და სპეციალისტების ფართო ჩართულობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა.

სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 2017 წლის 16 იანვარს და განისაზღვრა მისი შემადგენლობა 24 წევრით.

განისაზღვრა საკითხები რომელთა ირგვლივ დაიწყო მუშაობა და ვთხოვეთ ყველა მონაწილეს მოეწოდებინა მოსაზრებები და წინადადებები.

დასახელებულ არც ერთ ორგანიზაციას დღემდე არ მოუწოდებია არც ერთი მოსაზრება, წინადადება ან საკითხი ჯგუფისთვის.

სამუშაო ჯგუფმა იმუშავა იმ საკითხებზე რომელიც დაასახელა პრობლემურად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სამეურვეო საბჭოს წევრებმა და მომზადებული პროექტი შეფასებისთვის გადაუგზავნა ევროპის მაუწყებელთა საბჭოს, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოხატა აღნიშნული ცვლილებების მიმართ და მისი განხორციელება სასარგებლოდ მიიჩნია (დოკუმენტს ხელს აწერს ევროპის მაუწყებელთა საბჭოს დირექტორი ინგრიდ დელტერნე).

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში 2017 წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გამართულ ღია სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აქტიურად გაშუქდა მედიის მიერ, მოხდა პრინციპების დონეზე მომზადებული პროექტის განხილვა, კომიტეტი ასევე აქტიურად მუშაობდა ევროპის საბჭოს ოფისთან ამ საკითხებზე. გადაწყდა მომზადებული კანონის პროექტის ინიცირების საკითხი და მითითებულ საკითხებზე მუშაობის/მსჯელობის გაგრძელება საპარლამენტო ფორმატში (ღია საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე).

მომზადებული კანონის პროექტის საბოლოო რედაქცია, დამატებითი შენიშვნებისთვის/რეკომენდაციებისთვის გადაეგზავნა სამუშაო ჯგუფის ყველა წევრსა და დაინტერესებულ პირს. აღნიშნული პროექტი დამატებითი შეფასებისთვის ასევე გადაეგზავნა ევროპის საბჭოს ოფისს საქართველოში.

ამდენად საკითხზე მუშაობა არა დაჩქარებულად არამედ მიმდინარეობს უკვე 6 თვეზე მეტია და სამწუხაროა რომარც ერთ ამ ორგანიზაციას რაიმე მოსაზრება და წინადადება ჩვენთვის არ წარმოუდგენია. განცხადება რომელიც გავრცელდა მათი მხრიდან იყო არაკორექტული, არასწორი, შეცდომაში შემყვანი და ეს მხოლოდ აზიანებს პროცესს.

კომიტეტი ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ პირთან“, - ნათქვამია ეკა ბესელიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42