ომბუდსმენს თეატრალური უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა დისკრიმინაციულად მიაჩნია
პოლიტიკა - 12:37, 20 Jun, 2017     1230
საქართველოს სახალხო დამცველს თეატრალური უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა დისკრიმინაციულად მიაჩნია.

როგორც ომბუდსმენის მიმართვაშია აღნიშნული, ჩანაწერის ფორმულირება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასევე, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

„სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წელს ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, დრამის ფაკულტეტზე შესარჩევი კონკურსისათვის (შემოქმედებითი ტურისათვის) დადგენილ წესებსა და მოთხოვნებში არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმად, დრამისა და კინოს მსახიობის პროგრამული კონცენტრაციის I ტურში მოწმდება აქვს თუ არა აბიტურიენტს გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი, რომელიც შეუთავსებელია პროფესიულ მოთხოვნებთან.

განათლების უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს უმაღლეს განათლებას, აუცილებელია, ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის დისკრიმინაციის გარეშე, რამდენადაც ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა დაკავშირებულია ინდივიდის დამოუკიდებელ არჩევანთან და პიროვნულ განვითარებასთან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის საკონკურსო მოთხოვნებში ზემოაღნიშნული ჩანაწერის ფორმულირება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასევე, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მსგავსი ჩანაწერი არ არის გამართლებული რაიმე ლეგიტიმური მიზნით და აღნიშნულ ჯგუფებს გაუმართლებლად უზღუდავს მსახიობის პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ ამოიღოს დრამის ფაკულტეტზე მისაღები საკონკურსო მოთხოვნებიდან დისკრიმინაციული ჩანაწერი და დაიცვას თანასწორობის პრინციპი ნებისმიერი აბიტურიენტის მიმართ”- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42