ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა მერვე შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 10:11, 20 Jun, 2017     731
2017 წლის 19 ივნისს, ქ. ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მერვე შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერიკა მოგერინი. მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. მინისტერიალს, ასევე ესწრებოდნენ ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.

მინისტერიალი გაიხსნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის მისასალმებელი სიტყვით.

მინისტერიალი წინ უსწრებს 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს, და შესაბამისად, შეხვედრაზე მსჯელობა ფოკუსირებული იყო სამიტის მოლოდინებზე.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება მოსახლეობისათვის პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე.

ამ კონტექსტში, აღინიშნა საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა - ძირითადი პრიორიტეტები და შედეგები“, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ სამოქმედო გეგმას და ითვალისწინებს კონკრეტულ ინიციატივებსა და მისაღწევ შედეგებს როგორც 2017 წლის სამიტისთვის, ასევე 2020 წლისათვის.

ხაზი გაესვა პარტნიორი ქვეყნების ხელშეწყობის მნიშვნელობას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების, ეკონომიკური და სექტორალური განვითარების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობა.

საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის როლს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მისი განცხადებით, დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულებისა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების პირდაპირი შედეგია, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა. მან დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ როლი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის მნიშვნელობას ურთიერთობების გაღრმავების ახალი პერსპექტივების განსაზღვრის თვალსაზრისით, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას მიაღწიოს ევროკავშირთან ინტეგრაციის სასურველ დონეს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მზაობას აამოქმედოს ევროკავშირთან ამბიციური თანამშრომლობის სრული პოტენციალი, რათა მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ასოცირების პროცესის სარგებელი. ამ კონტექსტში მან აღნიშნა ევროინტეგრაციის კუთხით მთავრობის 6 პრიორიტეტი, რომლებიც ითვალისწინებს სამართლებრივ და ინსტიტუციურ დაახლოებას, თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან და ასევე ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, ევროკავშირთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სექტორულ თანამშრომლობას, საერთო საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42