,,ეს მორჩილი მამაკაცები ნებისმიერ ფასად ახმოვანებენ ქალბატონის მზაკვრობას“ - მამა ანდრია გიორგი ანდრიაძეს პასუხობს
სოც.მედია - 21:11, 19 Jun, 2017     8137
,,შორენას დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიზანი არათუ საქმის გამოკვლევა, არამედ მეუფე პეტრეს დისკრედიტაციაა“ - „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით „პატრიარქის ფონდის" მმართველი საბჭოს წევრის გიორგი ანდრიაძის განცხადებას, ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ-მონაზონი მამა ანდრია პასუხობს.

გიორგი ანდრიაძე მეუფე პეტრესთან პირდაპირ ეთერს და დებატებს ითხოვს. ანდრიაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმე „შეკერილია", რადგან გამოძიებამ საქმე სასამართლოს ისე გადასცა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენის ფაქტი არ უდასტურდება.

,,სამწუხაროა, რომ ეკლესიის წიაღში ერისკაცნი უფრო თამამდებიან. ადრე იურისტის სახით, ახლა საბჭოს მეთვალყურე გიორგი ანდრიაძე... ამის უფლბას ქალბატონი აძლევს და ეს ,,მორჩილი მამაკაცები'' ნებისმიერ ფასად იცავენ მის სახელს და ახმოვანებენ მის მზაკვრობას. ეკლესიაში არსებული დღევანდელი პრობლემა დაიწყო ციანიდით, მაგრამ თავი იჩინა ,,აისბერგმა''. ეკლესიის მთავარი ინსტანცია არის სინოდი, სადაც უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, შორენას დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიზანი არათუ საქმის გამოკვლევა, არამედ მეუფე პეტრეს დისკრედიტაციაა. თუ ვინმე იღებს ამ არანორმალურ და სიგიჟეს მიღწეულ საქმეზე ობიექტურად ხმას და ანალიზს აკეთებს, სწორედ მეუფე პეტრეა. იმედია იმსჯელებენ მღვდელმთავრები და არსებულ კითხვებს გაეცმა ღირსეული პასუხი. გველის მეცნიერებას მიმართეს, მაგრამ მტრედის უმანკოება გამორჩათ... მათი გული ,,ნატაცებით'' არის აღსავსე. ეკლესიის სახელით სარგებლობენ (ანტიგმირი ქარჩავაც საკმარისი მაგალითია) და ცდილობენ საზოგადოება შეყვანონ სიცრუეში, მაგრამ უფალი მეფობს, დიდება მას!“ - წერს მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42