"ეს საკითხი არ არის არც დღეის და არც ხვალის"- პრემიერი კონსტიტუციურ მონარქიაზე
პოლიტიკა - 19:03, 19 Jun, 2017     1377
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, პატრიარქის განცხადების და საკონსტიტუციო ცვლილებების დაკავშირება ერთმანეთთან არასწორად მოხდა. კვირიკაშვილის თქმით საკონსტიტუციო მონარქიაზე მსჯელობა დღეს არ მიმდინარეობს და ამ საკითხს შესაძლოა ათწლეული დასჭირდეს. პრემიერის განცხადებით ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით და არა ნაჩქარევი გადაწყვეილებით:

„რამდენად მე ვუსმენდი კომენტარებს, ძირითადად ოპოზიციის, მოხდა არასწორად დაკავშირება პატრიარქის განცხადების საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან. არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ვმუშაობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი.

რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია, მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. ეს საკითხი, როგორც პატრიარქმაც ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის, ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა, დასჭირდეს ათწლეული ან უფრო მეტი, ან ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო. ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, ეს იქნება ძალიან დადებითი. ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, მხოლოდ და მხოლოდ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გვმართებს.“ - განაცხადა პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42