საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მიზანია, ჯარისკაცები პროფესიული სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისათვის „მსროლელებად“ მომზადდნენ. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. რეკრუტები საფუძვლიან ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან.
კურსზე ჩარიცხვამდე საქართველოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებმა ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გარდა, სამედიცინო კომისიის შემოწმებაც გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტები ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. ოჯახის წევრებს და ახლობლებს მათი მონახულება მომზადების დაწყებიდან 5 კვირის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ რეკრუტები ღვთისა და ერის წინაშე ფიცს დადებენ და საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდ ოჯახს შეუერთდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






