მონარქიის აღდგენის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს, "გირჩი" განცხადებით ეხმაურება
პოლიტიკა - 17:05, 19 Jun, 2017     3102
კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, პარტია „გირჩი“ განცხადებით ეხმაურება:

„მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისგან მონარქიის აღდგენის შესახებ ხშირად გვესმის. მოსაზრების ქონისა და თავისუფალი გამოხატვის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ყურადღების მიპყრობა ერთ-ერთი კონფესიის წარმომადგენლის განცხადებაზე იქნებოდა უადგილო, რომ არა ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია.

ჩვენ არ შევდივართ მონარქიის მიზანშეწონილობის განხილვაშიც კი. მიგვაჩნია, რომ მონარქია არის კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი და უსამართლო პერიოდი. პერიოდი, რომლის დროსაც ქვეყნის ყველაზე ძლიერი ოჯახი, რელიგიურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით და ხელშეწყობით, ხალხს უსაფუძვლოდ პრივილეგირებული კასტების არსებობის სამართლიანობაში არწმუნებდა.

ჩვენ შვილებს ვასწავლით, რომ საკუთარი ცხოვრების მეფეები თავად არიან. მომავალში ყველაფერი მათ შრომაზე, ნიჭსა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვერ და არ ავუხსნით ჩვენს შვილებს, რომ თურმე ადამიანები შეიძლება მეფეებად და ქვეშევრდომებად იყოფოდნენ და აქამდე ჩვენ ეს არ ვიცოდით.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ ახალ კონსტიტუციაზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისიას უხელმძღვანელა წარმატებით. შემდეგ კონსტიტუციაში ჩასაწერი პოპულისტური და მავნე ინიციატივების გრძელი სიით ხელში, ოპოზიციასთან ერთად, ქვეყანა სახალხო განხილვების მოსაწყობად შემოიარა, პროექტი „გასაპრავებლად“ ვენეციის კომისიას გაუგზავნა და ისე, რომ ჯანი ბუკიკიოს დასკვნას გაციება არ აცადა, გამოაცხადა: მონარქიის აღდგენის შესახებ განცხადება ჭეშმარიტებააო. რაც ნიშნავს იმას, რომ დასაწერია ახალი კონსტიტუცია.

გვაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლებისთვის შეუძლებელია კონსტიტუციაში შესატანი მავნე და პოპულისტური ცვლილებების საჯაროდ არგუმენტირება, რაც მისთვის პროცესის პოლიტიკურ ფასს ყოველდღიურად ზრდის. ამ ფონზე ქვეყანაში მონარქიის დამყარების შესაძლებლობაზე ყურადღების გადატანას შეუძლია ხალხში იუმორის ნიაღვარი გამოიწვიოს და მათ კონსტიტუციის პროექტით დაგეგმილი საარჩევნო სისტემის ხელისუფლებაზე მორგება, მიწის ექსპროპრიაცია, გადასახადების შეუჩერებელი ზრდის თუ ადამიანის უფლებების შელახვის ახალი შესაძლებლობები დაავიწყოს.“- აღნიშნულია გირჩის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42