„10-15 მილიონი დაჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას, ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური“, - უგულავა მონარქიაზე
პოლიტიკა - 16:10, 19 Jun, 2017     12998
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს დღეს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ეს არისარაფორმალური მმართველობა ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ აქვს და მართავს ყველაფერს და ამ ყველაფერს მეფე ვერ უშველის.

“10-15 მილიონი დაჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას და, როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია რაღაც ქულების გამო ართმევენ 50 ლარიან დახმარებას, ასეთ პირობებში რა თქმა უნდა ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური.

ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და ეს კონსტიტუცია , რომელსაც კობახიძე გვაჩეჩებს ვერ პასუხბს . მონარქია მმართველობის წარსული ფორმაა. იმ ქვეყნებში სადაც ეს არის დარჩენილი ეს ქვეყნები სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ იმპერიები და მეფის სახელი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია. საქართველოს დღეს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ეს არის არაფორმალური მმართველობა ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ აქვს და მართავს ყველაფერს. დღევანდელი პრობლემიდან უნდა გამოვიდეთ ამას ვერც მეფე უშველის ვერც კონსტიტუციური მონარქი, ვერც აბსოლიტური მონარქი ვერც ამირსპასალარი და ვერც სხვა დანარჩენი რაც არ უნდა დაარქვათ სახელი.

პრობლემა არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ასეთ რამეს ვერ და არ უნდა აკეთებდეს მთავრობა, თუ ამაზე წავლენ და საზოგადოებას არაფერს არ კითხავენ იმის გამო, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და ჯირყვნიან ამ პრეზიდენტს, ახლა საერთოდ მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის.

ამ უმრავლესობიდან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს უმრავლესობა აბსოლიტურად იმპულსურად მოქმედებს, როდესაც მიწის გაყიდვა აკრძალეს აბსოლიტურად არ უფიქრიათ გლეხებზე, როდესაც ოჯახის დარეგულირებაზე ლაპრაკობენ თითქოს აქამდე არ ვიცოდით რას ნიშნავდა ოჯახი, ეს ხალხი რაღაც გამოგონილ თემებს იგონებენ და შემდეგ ამ თემის კულტივაციას ახდენენ და მერე ამ თემას აჩეჩებენ ხალხს როგორც რაღაცის მიღწევას”- განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42