„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის გამოუძიებლობა ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს აწყობთ.
„საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ თანამონაწილეა დანაშაულის ადამიანის გატაცებაში, არამედ ის აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებას, როდესაც ფაქტობრივად ცდილობს, რომ დაფაროს დანაშაულის კვალი და გამოძიება შეიყვანოს ჩიხში,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოში" კი აცხადებენ, რომ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.
„ხელისუფლება ვერ იქნება გამომძიებელი ამ საქმეში, რადგან ის არის დაინტერესებული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება რეალურად ადანაშაულებს მას. შესაბამისად, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს ეს საქმე და საერთაშორისო იმიჯი შეუნარჩუნოს, სახე შეუნარჩუნოს ქვეყანას, არის პარლამენტი,“ - აღნიშნა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






