“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების საკითხში პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს“- კობახიძე
პოლიტიკა - 12:36, 19 Jun, 2017     749
საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების საკითხში საქართველოს პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს.

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა კომისიას კონსტიტუციური კანონის პროექტის გარდამავალ დებულებებში დათქმის ჩადება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, პრობაციის პერიოდი მოსამართლეებისთვის 2025 წლამდე იმოქმედებს.

„ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა გამოსაცდელ ვადა და ეს რეკომენდაცია არის გათვალისწინებული პარლამენტის მხრიდან. კერძოდ, გვქონდა დამატებითი რეკომენდაციები ვენეციის კომისიასთან და შევთავაზეთ ასეთი ინიციატივა, რომ ჩაიდოს გარდამავალ დებულებებში დათქმა, რომ 2025 წლამდე იმოქმედებს მხოლოდ პრობაციის პერიოდი მოსამართლეებისათვის და ამის შემდეგ, 2025 წლიდან ჩვენ გადავალთ სრულად უვადო გამწესების წესზე მოსამართლეებისათვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მეორე რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებას ეხებოდა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ამ პროცედურიდან პარლამენტის გამორიცხვას ითვალისწინებდა.

„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პარლამენტი გამოვრიცხოთ ამ პროცედურიდან. თუმცა, ვფიქრობთ, რომ საქართველოში არც ერთი სუბიექტი ამას არ მიესალმება და ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების საქმეში პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს“,- განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42