,,სხვათა შორის, აქამდე არ გამიკეთებია ჩემი შეფასება ამ ახალგაზრდების კლიპთან დაკავშირებით და ახლა პირველად დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას. სიმართლე გითხრათ, ეს კლიპი მოგვიანებით ვნახე, როცა მათი დაკავება მათ ნამუშევარს დაუკავშირეს. არც იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, რომ ინტერნეტში რომელიმე რეპ-ჯგუფის სიმღერებს ვუსმინო. მაგრამ, თუ გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, მგონი, მეც მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი, როგორც მოქალაქემ და როგორც ამ ქვეყნის შს მინისტრმა. ჩემთვის ეს არის ქვეყნის სამართალდამცველების შეურაცხყოფის მცდელობა. ეს არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული ფიგურის გაშარჟება, ეს იყო განზოგადებულად – მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა. პოლიცია კი არის ის, რაზეც ქვეყნის უსაფრთხოება დგას და სადაც ბევრი, საქმისა და ქვეყნისადმი თავდადებული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს", - განაცხადა მინისტრმა.
წყარო "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






