მღებრიშვილი მუხთარლის საქმეში შსს-ს თანამშრომლების მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს
პოლიტიკა - 12:05, 19 Jun, 2017     1691
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ის ცალსახად გამორიცხავს, რომ ჟურნალისტის საქმეში შსს-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი:

„,მინდა ცალსახად გამოვრიცხო, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში შსს-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი, საერთოდ, როგორ ფიქრობთ, მოვლენათა ყველაზე წარმოუდგენელი განვითარების შემთხვევაშიც, კრიმინალური პოლიცია, თავისი ფორმით, იტაცებს ადამიანს დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრში და ამას ვერავინ ხედავს. ამ ვერსიას თეორიულადაც კი ვერ დავუშვებ. ამასთანავე, ჩვენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოვიღეთ აფგან მუხთარლის მიერ ადვოკატისთვის დასახელებულ ლოკაციებსა და ყველა სავარაუდო მარშრუტზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, გამოვკითხეთ უამრავი პირი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პოლიციის ტანსაცმლიანი ადამიანის მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიებზე დროის მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ ფიქსირდება.

შს მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს მიმართა თხოვნით, მიეცეთ აფგან მუხთარლის დაკითხვის შესაძლებლობა.

,,სანამ გამოძიება შუალედურ შედეგებს არ დადებს, მე ამ საკითხზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება. ამავდროულად, ჩვენ უკვე მივმართეთ აზერბაიჯანულ მხარეს, მოეცათ შესაძლებლობა, ჩვენი გამომძიებელი ჩასულიყო აზერბაიჯანში და აფგან მუხთარლი დაეკითხა. გვინდა, პირადად მისგან შევიტყოთ მის საქმესთან დაკავშირებული დეტალები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის"- განაცხადა მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, შეფასებები ცალმხრივ პოზიციაზე დაყრდნობით გაკეთდა.

,,ვიტყოდი, რომ, სამწუხაროდ, შეფასებები, რაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აქამდე გაკეთდა, ძირითადად ცალმხრივ პოზიციაზე დაყრდნობით იყო. სამწუხაროდ, აიტაცეს ყველაზე აბსურდული ვერსიებიც კი. იცით, რომ შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენ მათ მიმდინარე გამოძიების შესახებ ვესაუბრეთ. როგორც მოგახსენეთ, ამ თემასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. ასე რომ, ვისურვებდი, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ნუ გავაკეთებთ წინასწარ შეფასებებს, სანამ არ დადგინდება საქმესთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები." - განაცხადა შს მინისტრმა.


წყარო "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42