გელა მიქაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლონდონის სასამართლოში გაასაჩივრებს
პოლიტიკა - 17:27, 17 Jun, 2017     1504

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გელა მიქაძე საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მუხროვანის მიწებთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაუქმებას და ასევე სასამართლო ბაჟის გადახდაზე იქნა მიღებული, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


მისი განცხადებით, იმავე მოსამართლემ კომპანია „რაკიას“ დააკისრა რამდენიმე მილიონის გადახდა და ეს უკავშირდება „თბილისი მოლის“ კომერციულ ფართებს.

დეპუტატი ამბობს, რომ „რაკიათან“ ლონდონის სასამართლოებში გააგრძელებს დავას. მისივე ინფორმაციით, ლონდონის უზენაესმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და „რაკიას“ ერთი მილიონის გადახდა დააკისრა.

„რაკია ჯორჯიას“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:

1. კატეგორიულად არ ვეთანხმები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, რომ სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული პირველ ინსტანციაში საქმის განხილის დროს. „რაკია ჯორჯია“ თავის განცხადებაში ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და გააცნოს საქმის მხოლოდ ის გარემოებები, რომლებიც მას აწყობს და არასრულად ასახავს მთელ მთელ იმ ისტორიას, რომელიც სადავო ქონებას ეხება. ამასთან, მათ რატომღაც „გამორჩათ“, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში „რაკია ჯორჯიამ“ წააგო კიდევ ერთი მრავალმილიონიანი საქმე, რომელიც სხვა სადავო აქტივებს ეხებოდა.

2. ჩემსა და რაკიას შორის არსებული დავა ასევე განიხილება ლონდონის სასამართლოში, სადაც ერთი პროცესი უზენაესი სასამართლოს ჩათვლით უკვე მოგებული მაქვს და რაკიას უკვე დაეკისრა ჯარიმა დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ოდენობით. ხოლო მეორე პროცესი ლონდონის სასამართლოს პირველ ინსტანციაში ასევე დასრულდა ჩემს სასარგებლოდ და ამჟამად განიხილება აპელაციაში.

3. მე ყოველთვის ვცდილობდი, ვიდრე კანონიერ ძალაში არ შევიდოდა სასამართლოს გადაწყვეტილებები, თავი შემეკავებინა მოწინააღმდეგე მხარისთვის საჯარო მიმართვისაგან და მითუმეტეს, შეურაცხყოფის მიყენებისა და ცილისწამებისაგან (რასაც ვერ ვიტყვით რაკიას მხარეზე). მაგრამ, რადგან პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდა, მე მზად ვარ და ვთავაზობ რაკიას ჩვენს შორის არსებული ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნეს ლონდონის საარბიტრაჟო პალატაში, რომელსაც საუკუნოვანი გამოცდილება და აბსოლუტურად მიუკერძოებელი რეპუტაცია აქვს ასეთი სირთულის ბიზნეს დავების განხილვაში”, - აცხადებს მიქაძე.

"რაკია ჯორჯია"- ს ინფორმაციით, დეპუტატი გელა მიქაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42