ადამიანების განწყობა და ერთმანეთის სიყვარული ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 15:39, 17 Jun, 2017     1786

იმერეთი ნამდვილად არის საქართველოს განსაკუთრებული რეგიონი, განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ეს შესაძლებლობა სათანადოდ ავითვისოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ზედა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში სახალხო ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული, სივრცითი განვითარების პროგრამა ყველა რეგიონსა და სოფელს მოიცავს.

"ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის ყველა წერტილში ადვილი უნდა იყოს მისვლა და ხელმისაწვდომი ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეებს სთავაზობს. იმერეთს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა - მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობით. ის არის აღმოსავლეთის და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი. სწორედ ამიტომ, ქუთაისი ყალიბდება, როგორც ცენტრი საქართველოსი, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში ძალიან მარტივი იქნება მისვლა. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს ყველა ადგილას, მათ შორის ამ ულამაზეს ადგილას ტურიზმის შესაძლებლობის განვითარებას, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს ყველა ოჯახში უფრო მეტ შემოსავალს და უფრო წელმაგარ, წელგამართულ ქართულ ოჯახს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფად ვახორციელებთ ამ პროგრამას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ თერჯოლაში 8 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა - მოეწყო 26 კილომეტრი გზა, გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების 5 ახალი საბავშვო ბაღი, აღდგა გალერეა, საგამოფენო სივრცე, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და კიდევ არაერთი საინტერესო პროგრამის განხორციელება იგეგმება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე მთავარია ადამიანების მომზადება იმისთვის, რომახალგაზრდებმა ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრებას და არა მხოლოდ ფეხი აუწყონ, არამედ საქართველოს განვითარების ძალიან დიდი ბიძგი მისცენ და სწორედ ამიტომ, პირველ პრიორიტეტად არის გამოცხადებული განათლების სისტემის განვითარება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საუბარია უმაღლესი განათლების განვითარებაზე იმ მიმართულებებში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და პროფესიული განათლების პრესტიჟის აღდგენა-განვითარებაზე.

"სახელმწიფო დღეს უზრუნველყოფს უფასო პროფესიულ განათლებას ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, ყველაზე მთავარი მაინც არის ერთი რამ - ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ამას ვხედავ დღეს მე ზედა სიმონეთში და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ჩვენმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურის განვითარება , მაგრამ თუ ჩვენ ადამიანების გულები არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. სწორედ ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გამართული ინფრასტრუქტურა, აღორძინებული ადგილობრივი, ტრადიციული წარმოებები, მომზადებული ადამიანები და, ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანების განწყობა და ერთმანეთის სიყვარული არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ და სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და იმ ამაღლებულ განწყობას, რომელიც ყველა ჩვენგანს დღეს აქ გააჩნია", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ელგუჯა გოცირიძეს და ამ პროცესში ჩართულ ახალგაზრდებს. ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს და დააჯილდოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42