"რადიო თავისუფლება" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს
პოლიტიკა - 12:05, 17 Jun, 2017     1847

16 ივნისს გამოქვეყნებულ პრესრელიზში რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება სინანულს გამოხატავს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილების გამო, თავისი პროგრამიდან ამოიღოს გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“. პრესრელიზში, კერძოდ, ნათქვამია:"რადიო თავისუფალ ევროპა / რადიო თავისუფლებას ეცნობა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ივლისიდან წყვეტს ორ უაღრესად წარმატებულ სატელევიზიო პროგრამას. ეს ნაწილია მაუწყებლის რესტრუქტურიზაციის პროცესისა, რომელიც, კრიტიკოსთა მტკიცებით, მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას.

5 ივნისით დათარიღებულ წერილში საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სეზონს და ახალ პროგრამებთან დაკავშირებულ გეგმებს ასახელებს რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მიერ მომზადებული ორი პროგრამის 17 ივლისიდან შეწყვეტის მიზეზად. „წითელი ზონა“, რომელიც თითქმის ერთი ათწლეული გადიოდა ეთერში, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქვეყნის საბჭოურ მემკვიდრეობას. იგი წარმოაჩენდა კულტურის იმ მოღვაწეთა ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილი დღევანდელ საქართველოში. „ინტერVIEW“ არის მწვავე დისკუსიებზე ორიენტირებული ტოკშოუ, რომლის მიზანია საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდა და აქტიური პოლიტიკური დებატების ხელშეწყობა.

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა თომას კენტმა განაცხადა, რომ [საზოგადოებრივი მაუწყებლის] გადაწყვეტილება „გაწბილებას იწვევს, რადგან ამ ორ პროგრამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში.“ მაგრამ, მისი თქმით, კომპანია განიხილავს სხვა შესაძლებლობებს და იმედოვნებს, რომ პროგრამები სხვა პლატფორმებზე განაგრძობს არსებობას.

მრავალმა პროფესიულმა თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ არ დააყოვნა კრიტიკის გამოთქმა პროგრამების დახურვის შესახებ ცნობის გამო. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 14 ივნისს გამოვიდა მოწოდებით, რომ პროგრამები შენარჩუნებულ იქნეს. ორგანიზაციის თანახმად, „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“ მაყურებელს სთავაზობს „მაღალი პროფესიული სტანდარტებით მომზადებულ მრავალფეროვან მედიაპროდუქტს“. ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს დახასიათებისას აღნიშნავენ, რომ ისინი „გამორჩეული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გადაცემებია, რომლებიც ძალაუფლებრივი ღერძებისა და პოლიტიკური პროცესების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა“ და „აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობს, თებერვალში გამოაცხადა, რომ მაუწყებლის გარდაქმნას გეგმავს. მაუწყებლის რვაკაციანი სამეურვეო საბჭოს ზოგმა წევრმა ამ გეგმის მიზანშეწონილობის თაობაზე გარკვეული ეჭვი გამოთქვა, რაც შემოდგომისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებსაც უკავშირდება.

„ფრიდომ ჰაუსის“ პრესის თავისუფლების 2017 წლის რეიტინგში საქართველოს მინიჭებული აქვს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი და ის 198 სახელმწიფოს შორის 102-ე ადგილზეა".


წყარო: რადიო თავისუფლება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42