დიმიტრი ქიტოშვილის თქმით, „იბერიას“ ლიცენზიის ჩამორთმევის გეგმა ადეიშვილმა შეიმუშავა
პოლიტიკა - 11:00, 17 Jun, 2017     3582
ტელეკომპანია „იბერიასთვის“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მორიგ პროცესზე, ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი დაიკითხა. მისი განცხადებით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, რომლითაც „იბერიასთვის“ ლიცენზია უნდა ჩამოერთვათ.

როგორც ქიტოშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, 2004 წელს, ადეიშვილმა „იბერიას“ მისთვის ნდობით აღჭურვილ პირზე გადაფორმება დაავალა. თავდაპირველად ქიტოშვილმა ლიცენზია მეგობარ დავით კაკაურიძეს გადაუფრომა, 2006 წელს კი - მეორე მეგობარს, ბიძინა ნიჟარაძეს.

ქიტოშვილის თქმითვე, 2007 წელს, ადეიშვილის გადაწყვეტილებით, „იბერიას“ ლიცენზიის საბოლოო მფლობელი სოსო მგელაძე გახდა.

„პროცესზე მოწმე ქიტოშვილმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის გადაფორმების გეგმა ზურაბ ადეიშვილის მიერ იყო მოფიქრებული, ხოლო თვითონ ამ ინსტრუქციას ასრულებდა,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა და , რომელზეც ბრალი ყოფილ გენერალურ პროლურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ასევე, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს აქვს წაყენებული, ცალკე წარმოებად გამოიყო. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.

„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ერთი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.

„იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 6 ივლისს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42