,,ორივეს ჩემი ხელით დავახურე საბანი კვირაცხოველზე. ეხლა კიდევ ვზლუქუნებ ისე მენატრებიან“- ერთი სიყვარულის ისტორია
სოც.მედია - 23:29, 16 Jun, 2017     2268
აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქის გვერდზე ერთი სიყვარულის ისტორიას იხსენებს:

,,ამას წინათ ორი ქალი იჯდა კაფეში და ერთი ეუბნება აი ყველაზე ძალიან ვინ გიყვარსო. მეორე არც დაფიქრებულა, ისე უთხრა - კააი რაა სიყვარული არ არსებობს, სუსტების მოგონილიაო და ისეთი მეცნიერული დასკვნა დადო, ლამის გული ამერია )))

ჩემი პაპას ბიძა შალვა, ჯარიდან დაბრუნდა და გიჟივით გაიქცა თავისი ბავშვობის შეყვარებულის, ჩემი ბაბოს დეიდის, ნინას სანახავად. გზაში მიაძახეს შენი ნინა გათხოვდა და დღეს ქორწილი აქვსო. შალვამ არ დაიჯერა სანამ არ დაინახა, რომ სიძე - პატარძალი ბაქანზე იდგნენ და მატარებელს ელოდებოდნენ მაყართან ერთად. შალვამ დანა იძრო და ორივე იქვე დაჩეხა. სიძე მერე გადარჩა, პატარძალი იქვე მოკვდა. გადაეკიდნენ გვარები ერთმანეთს.

როცა პაპაჩემს ჩემი ბაბო შეუყვარდა, ყველა სულიერი მათ წინააღმდეგ დადგა - ცოდვის ქვეშ სიყვარული არა ჩნდებაო.

პაპა რისი სინჯიკაშვილი იყო თავისი არ გაეტანა და ბაბო სახლში წამოიყვანა. ერთმანეთის გარეშე ერთი ღამეც არა სძინებიათ. როცა პაპა წასული იყო, ერთი კვირაც რომ არ ყოფილიყო სახლში, ბაბო თვალს არ დახუჭავდა, ეგრე მეგონა, რომ დამეძინა პაპასა ვღალატობდიო მითხრა ადრე. პაპა მძღოლი იყო და რომ მომკვდარიყო გზაზე არ დაიძინებდა, სანამ სახლში არ მოვიდოდა - დედაკაცი ქუჩაში დგას, მანქანის ხმას ელოდებაო. პაპა როცა გარდაიცვალა, ბაბოს ერთი წუთითაც არ დაუძინია, დღისით უხმოდ იჯდა ეზოში, ყველა ღამით კი პაპას ეძახდა - სადა ხარ ხმა გამეციო, ლანძღავდა და იცინოდა თითქოს ისიც პასუხს უბრუნებდა. ასე გაგრძელდა სულ ცოტა ხნით, სანამ ბაბოც არ მიუწვა ოდნავ ადრე დაძინებულ პაპას. ბაბო ვერ იტანდა როცა ვინმეზე იტყოდნენ მაგარი კაციაო, პაპა კიდევ ვერ იტანდა როცა კაცები ძველ ქალებზე ლაპარაკობდნენ. პაპა 10 წლით უფროსი იყო ბაბოზე და 55 წელიწადი ეძინათ ერთად. ორივეს ჩემი ხელით დავახურე საბანი კვირაცხოველზე. ეხლა კიდევ მენატრებიან, ამხელა ვირი ვზივარ და ვზლუქუნებ ისე მენატრებიან.

დილა მშვიდობისა ვინც გაიღვიძეთ, ამაზე ნაკლები სიყვარული არ გქონოდეთ გულებში არცერთს“- წერს აკა სინჯიკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42