,,თქვენ გჭირდებათ ფართო კონსესუსი და ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად“ - ბუკიკიო კონსტიტუციის რეფორმაზე
პოლიტიკა - 17:47, 16 Jun, 2017     1157
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ დღეს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ მომზადებულ ვენეციის კომისიის დასკვნაზე იმსჯელეს აღნიშნა, რომ საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას.

ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, კონსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და საქართველო უახლოვდება ახალ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. „კონსტიტუციური რეფორმა არის ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი. როგორც ვთქვი რამდენჯერმე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან. ნაბიჯ-ნაბიჯ, ახლა, საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა.

არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ, ვფიქრობ რომ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, სწორ გზაზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი გამოძებნის საუკეთესო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის“,- აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ფართო კონსესუსის მისაღწევად.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კარგი კონსტიტუცია იქნება დაფასებული და სასარგებლო ქვეყნისთვის. თქვენ გჭირდებათ რაც შეიძლება, ფართო კონსესუსი და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ყოველთვის იდეალური სამყარო არ არის, ყოველთვის არსებობს დაძაბულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება“,- განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42