,,ოპოზიცია ლოგიკის ჩარჩოებიდან საერთოდ გავიდა“ - მდინარაძე ბონუსის სისტემაზე ოპოზიციის ბრალდებას არ ეთანხმება
პოლიტიკა - 16:27, 16 Jun, 2017     1249
”ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმებას "ნიუპოსტთან" აფასებს.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა პოზიტიური იქნება, რადგან მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები ბოლომდე გაითვალისწინა.

მდინარაძის თქმით, ბონუსთან დაკავშირებთ, ოცნებამ საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს გაცემული დაპირება შეასრულა.

"დაპირება, რომელიც თეორიულ რისკებს, რომელზეც ოპონენტები აპელირებდნენ, დავაზღვევდით, შევასრულეთ. ჩვენ, პრაქტიკულად, დავაწესეთ მინიმალური ზღვარიც. ამ ფორმულის მიხედვით, გამარჯვებულმა პარტიამ რაც არ უნდა შთამბეჭდავი უპირატესობა მოიპოვოს მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, თუ მან მინიმუმ 38%-მდე არ მიიღო, ის ვერ დააკომპლექტებს მთავრობას და ვერ მიიღებს უბრალო უმრავლესობასაც კი. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, რომელზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებდნენ”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ზედა ზღვარი დააწესეს, უმრავლესობის ინიციატივით, 89 მანდატი ე.წ. ჭერი იქნება.

"ვერანაირი ბონუსი ვერ უზრუნველყოფს რომ მაზე მეტი მანდატი მიიღოს გამარჯვებულმა პარტიამ. ამის გარდა ორი სხვა დამზღვევი ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი შევთავაზეთ ვენეციის კომისიას. პირველი შეეხება იმას რომ ბონუსის მიუხედავად გამარჯვებული პარტია იღებს 75 ან ნაკლებ მანდატს, ამ შემთხვევაში ბონუსს აზრი ეკარგება და ის ყველა პარტიაზე პროპორციულად გადანაწილდება. მეორე შეთავაზებაა ფარდობითი ზღვარი 35 %-ის ოდენობით. ანუ მიღებული მანდატების რაოდენობას დაემატება ამ მანდატების 35 % და არა მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადაჭარბებით, პირნათლად შევასრულეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რაც ერთის მხრივ სტაბილურობას, დემოკრატიულობას და პლურალიზმს უზრუნველყოფს "- თქვა დეპუტატმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომ ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით და მუქარით, რომ ისინი პროპორციულ სისტემაზეც უარს იტყოდა, "ქართული ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ ხელისუფლების ოპონენტები რეალობას არიან აცდენილები.

"მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ოპოზიცია და რომან გოცირიძემ პრაქტიკულად განაცხადა, რომ ვენეციის კომისია შანტაჟს წამოეგო. გასაგებია, რომ ოპონენტების დღის წესრიგია, რომ გააკრიტიკოს ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება. ისინი აქამდე ახერხებდნენ მეტ-ნაკლებად ლოგიკური არგუმენტები ჰქონდეთ, ამ მოცემულ სიტუცაიაში, როცა ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია, და ჩვენი და მათი პოზიციების დამთხვევაა, ოპოზიციას არგუმენტები აღარ დარჩა. ისინი ლოგიკის ჩარჩოებიდან საერთოდ გავიდნენ"- განმარტა უმრავლესობის დეპუტატმა.

მდინარაძეს თქმით ამ ეტაპზე არ შეუძლია თქმა, თუ რა სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს.

მისი განცხადებით, გუნდის შიგნით კონსენსუსი მსჯელობის შედეგად მიიღწევა.

ვენეციის კომისიას საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ახლებურ ვარიანტს სთავაზობს.

საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების 37-ე მუხლზე რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტში პარლამენტის არჩევნების წესს განსაზღვრავს.

შეთავაზების მიხედვით, ​დაწესდება გადაუნაწილებელი მანდატების ზედა ზღვარი, აგრეთვე, ვენეციის კომისია დადებით რეკომენდაციას აძლევს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წესს.

ოპოზიცია კი მმართველ გუნდს ვაჭრობასა და შანტაჟში ადანაშაულებს. უმცირესობის აზრით, ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნებას ყველანაირი ხრიკით, ცდილობს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42