ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 17:09, 16 Jun, 2017     1021
ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის დანერგვის საკითხებზე პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აგრარული დარგის სპეციალისტები, დონორი ორგანიზაციები და ფერმერთა გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, რომ 2017 წლიდან საქართველო ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე ეტაპობრივად გადავა. მან ხაზი გაუსვა ცხოველთა რეგისტრაციის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

განახლებული პროგრამის ფარგლებში, გაგრძელდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საყურე ნიშნებით იდენტიფიცირება. ამავდროულად, გაუმჯობესდება და დაიხვეწება მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც ფერმერები და ვეტერინარი ექიმები ოპერატიულად მოიძიებენ ინფორმაციას ცხოველის შესახებ. სისტემაში ჩართული ფერმერები სარგებლობენ სახელმწიფო ვაქცინაციის უფასო პროგრამებით. დროულად და ეფექტიანად ჩატარებული ვეტერინარული ღონისძიებები და მიკვლევადობის უზრუნველყოფა ფერმერებს საკუთარი პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება.

„რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემა არის მიკვლევადობის გარანტია, კონტროლი ცხოველის გადაადგილებასა და ჯანმრთელობაზე. სურსათის უვნებლობის მთავარი პრინციპის დაცვა გულისხმობს სახელმწიფო კონტროლს „ფერმიდან - სუფრამდე“, რაც ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციით არის შესაძლებელი“ – განაცხადა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ.

ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, იდენტიფიცირებულია 2,5 მილიონი პირუტყვი. ცხოველთა რეგისტრაცია 2015 წლიდან მიმდინარეობს, ამჟამად ელექტრონულ რეესტრში 1,5 მილიონი პირუტყვია რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის დანერგვა დაიწყო. პროგრამას ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ჩართულობითა და შვეიცარიისა და ავსტრიის შესაბამისი უწყებების ფინანსური მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42