ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს, კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს- დოლიძე
პოლიტიკა - 16:32, 16 Jun, 2017     996
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნაზე მსჯელობდნენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
დღესვე ვენეციის კომისიამ სხდომის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გააცნო. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია ფართო, საერთო - ეროვნულ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. კომისია მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს.
ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას მთავარი ყურადღება ბონუსების სისტემის მიუღებლობაზე გაამახვილა და ისაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ნატო-ს ექსპერტების ჩართულობით ჩამოყალიბებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხის გათვალისწინებაზე და პარლამენტის ზედა პალატის შექმნაზე, როგორც დამაბალანსებელ მექანიზმზე. ანა დოლიძემ ასევე ისაუბრა იუსტიციის საბჭოს ჩაკეტილ, კორპორატიულ სისტემად ჩამოყალიბების საფრთხეზე.
ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩადებული შესაბამისი, გაწონასწორების მექანიზმები. კომისია ურჩევს ქართულ მხარეს, ჩამოაყალიბოს ორპალატიანი პარლამენტი- შეიქმნას სენატი, იმისათვის, რომ მან დააბალანსოს ძლიერი, ქვედა პალატა.
კომისიის აზრით, თუ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი დარჩება ცვლილებებში, მაშინ პრეზიდენტი აირჩიოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ, რომელშიც ჩართული იქნება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც.
პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში, რადგან კომისია მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკა გადის სასამართლო სივრციდან, მაშინ პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს მოსამართელეები. მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს, რადგან პრეზიდენტი, ახლი სქემის მიხედვით, ნეიტრალური არბიტრი იქნება.
კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, არ უნდა არსებობდეს ბონუსების სისტემა და თუ ბონუსების სისტემა მაინც დარჩება, მაშინ ქართულმა მხარემ უნდა განიხილოს საარჩევნო ბარიერის 2-3 % დაწევის საკითხი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42