"ბონუსს დაედება ძალიან მკაცრი ზღვარი"- კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე
პოლიტიკა - 16:12, 16 Jun, 2017     1712

„ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრული თანხმობა იქნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი სისტემა სრულ შესაბამისობაში იქნება არჩევნების თანასწორობის პრინციპთან.

„დღეს ვენეციის კომისიამ ძალიან მყარად დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ თვეების განმავლობაში. ჩვენი მიზანი იყო ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელიც იქნებოდა სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებდა ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობას და ეს მიზანი დღეს დაადასტურა ვენეციის კომისიამ. ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი არის სრულ შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს დემოკრატიულ კონსტიტუციას. რაც შეეხება საარჩვენო სისტემას, საარჩევნო სისტემასთან გვექნება ჩვენ სრული თანხმობა, კერძოდ, ჩვენ წარვადგინეთ ის მოდელი, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება საარჩევნო სისტემა, ბონუსს დაედება ძალიან მკაცრი ზღვარი იმისთვის, რომ არ გვქონდეს ჩვენ გადახვევა საარჩევნო თანასწორობის პრინციპთან, და ეს დადასტურდა ვენეციის კომისიის მხრიდან, რომ ახალი სისტემა იქნება სრულ შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან, არჩევნების თანასწორობის პრინციპთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42