"მივესალმებით ბონუსის სისტემის იმ რეკომენდაციას, რომელიც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში იქნება ასახული"- თალკვაძე
პოლიტიკა - 16:12, 16 Jun, 2017     960
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისთვის შეთავაზებული ბონუსის მექანიზმის სამი პრინციპი განმარტა და მისი შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვენეციაში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები განიხილება, წინსწრებით წარადგინეს მართველი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება. უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან ბონუსის სისტემის ფორმულა განმარტა და მასთან დაკავშირებულ პრინციპებზე ისაუბრა.

“პარლამენტის თავმჯდომარე და პირველი ვიცე სპიკერი ამ მომენტში უკვე იმყოფებიან ვენეციიის კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები. ირაკლი კობახიძემ წინსწრებით წარადგინა ჩვენი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება. ჩვენი შეთავაზება, რომელიც ვენეციის კომისიისთვისაც მისაღებია, ერთობლიობაში მოიცავს სამ წესს:

1. აბსოლუტური ზედა ზღვრის დაწესება, რომლის თანახმადაც პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე მიიღებს. ანუ, წესდება ზედა ჩამკეტი ზღვარი, 89 მანდატი;

2. ფარდობითი ზღვარი: რომლის თანახმადაც პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის სახით ვერ მიიღებს მის მიერ არჩევნებში მოპოვებული მანდატების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები განაწილდება პროპორციული წესით;

3. აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რომლის თანახმადაც თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვეღარ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება.

ამ პრინციპებზე ვენეციის კომისიასთან წინასწარი მსჯელობა შედგა და შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით რეკომენდაციას ბონუსის შესახებ უკვე საბოლოო დასკვნაშიც. ამ პრინციპების გამოყენებით, ბონუსის მექანიზმი გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში მანდატების ჭარბ კონცენტრაციას, შესაბამისად, საპარლამენტო პროცესში პირველ ადგილზე გასული პარტიის და ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42