შანტაჟი და საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნების მცდელობა - ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ახალ ვარიანტს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 15:22, 16 Jun, 2017     1658
ოპოზიცია ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებზე ზღვარის დაწესების წესზე, ხელისუფლების შეთავაზებას აფასებს. უმცირესობის აზრით, ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნებას ყველანაირი ხრიკით, მათ შორის შატნაჟის გზით გეგმავს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურად გაუმართლებელია, გამარჯვებული პარტია იმაზე მეტს ითხოვდეს, რაც მას ხმების სახით, ხალხმა მისცა.

რომან ჰოცირიძის განცხადებით, როგორც ჩანს, ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით და ალბათ მუქარით, რომ ის პროპორციულ სისტემაზეც უარს იტყოდა.


"პოლიტიკურად გაუმართლებელია, რომ გამარჯვებული პარტია იმაზე მეტს ითხოვდეს, რაც მას ხმების სახით, ხალხმა მისცა. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით და ალბათ მუქარით, რომ ის პროპორციულ სისტემაზეც უარს იტყოდა. მაჟორიტარებმა ვითომ ბუნტის სპექტაკლი მოაწყვეს, რათა ვენეციის კომისიაზე ზემოქმედება მოახდინათ. ფაქტობრივად, ეს ვენეციის კომისიაზე ზეწოლა და შანტაჟი იყო, რადგან ვხედავთ, რომ ხელისუფლება საკუთარი სასტარტო უპირატესობის მოპოვებას ყველა გზით ცდილობს, რაც მათ ისედაც აქვთ ძალოვანი უწყებებით, არაფორმალური მმართველობის სხვა ბერკეტებით, ადმინისტრაციული რესურსებით და ახლა უნდათ, რომ კონსტიტუცია მათ სასარგებლოდ მუშაობდეს, რაც კარგი არ არის", - განაცხადა გოცირიძემ.

"ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაში კონსენსუსის არ არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მოსახლეობის სურვილისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების ვალდებულება აქვს.

„ყველაზე მთავარი ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში იყო ის რომ ბონუსი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების მიტაცებისთვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ხელისუფლება რა მანიპულაციასაც აკეთებს, ერთის მხრივ განხილვას იწყებს მაჟორიტარები დარჩნენ თუ არა - რაც შანტაჟია, და მეორეს მხრივ გვთავაზობს ისევ იგივე ვარიანტს, რითაც ცდილობს შეინარჩუნოს ხელოვნური ბერკეტი რომ მინიმუმ 90 მანდატი მაინც მიიღოს.

ყოველ წინადადებაში, ყოველი სტროფში ისმის სიტყვა კონსენსუსი ვენეციის კომისიიდან. დღეს კონსენსუსი არის ბიძინა ივანიშვილისეული კონსტიტუციის საწინააღმდეგო და არა სასარგებლოდ. ანუ, ქართულმა ოცნებამ კეთილი უნდა ინებოს და გაითვალისწინოს ქართული საზოგადოების და იმ დიდი უმრავლესობის აზრი, როგორიც არის დღეს საქართველოში,“ - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის განცხადებით, კი თუ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილება ძალაში შევა, სამართლიანი საარჩევნო სისტემა აღარ იარსებებს.

"თუ გონიერება სიხარბესა და ემოციაზე გაიმარჯვებს კარგია, თუ მოხდება ისე რომ გონიერება მეორე პლანზე გადავა და დიდი ძალაუფლებით ტკბობა აჯობებს ამ ყველაფერს, მაშინ მოხდება ის რაც უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში ხდება"- განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

"თავისუფალი დემოკრატებში" კი აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ვენეციის რეკომენდაციებისა ქართული ოცნება მხოლოდ იმას გაითვალისწინებს, რასაც ყოფილი პრემიერი საჭიროდ ჩათვლის.

თამარ კეკენაძის განცხადებით, ბონუსის სისტემა, რომელიც გაუნაწილებელ მანდატებს სრულად გამარჯვებულ პარტიებს აკუთვნებს, დემოკრატიულობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

„მიუხედავად იმისა თუ რა რეკომენდაციებს დადებს ვენეციის კომისია, ქართული ოცნება გაითვალისწინებს მხოლოდ იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ ბოლო პერიოდში ვუყურებთ თუ როგორ თამაშობს ქართული ოცნებადემოკრატიულობას და ბოლო პერიოდში დაიწყეს მაჟორიტარებმა საუბარი იმაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა თურმე არის კარგი და მათ სჭირდებათ, რომ გაითვალისწინონ ხალხის ინტერესები. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი, რა თქმა უნდა, ისინი მხოლოდ ზრუნავენ საკუთარი სკამების გადარჩენაზე,“-აცხადებს თამარ კეკენაძე.

ვენეციის კომისიას საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ახლებურ ვარიანტს სთავაზობს.

საუბარია საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების 37-ე მუხლზე რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტში პარლამენტის არჩევნების წესს განსაზღვრავს.

შეთავაზების მიხედვით, ​დაწესდება გადაუნაწილებელი მანდატების ზედა ზღვარი, აგრეთვე, ვენეციის კომისია დადებით რეკომენდაციას აძლევს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წესს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42