ღონისძიება საჩვენებელი ტაქტიკური სწავლებებით დაიწყო. აღმოსავლეთ ბატალიონმა კონვოის ოპერაცია განახორციელა. დაცვისა და უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ კი, დაცვა-ესკორტირების ოპერაცია ჩაატარა.
სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა და შეიარაღებულ ძალებში სამხედრო პოლიციის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიამ განსაკუთრებით გამოყო დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მიერ შეიარაღებულ ძალებში სამართალდარღვევის პრევენცია და სამხედრო დისციპლინისა და წესრიგის მაქსიმალური უზრუნველყოფა.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა წარმატებულ სამხედრო პოლიციელებს საშტატო იარაღები გადასცა. პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“.
მასალის გამოყენების პირობები






