ფრაქცია, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია, გამარჯვებულმა პარტიამ დარჩენილი მანდატები მთლიანად აითვისოს, რაც ცუდია და უსამართლოა.
ენმ-ს წევრი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით და ალბათ მუქარით, რომ ის პროპორციულ სისტემაზეც უარს იტყოდა"
„პოლიტიკურად გაუმართლებელია, რომ გამარჯვებული პარტია იმაზე მეტს ითხოვდეს, რაც მას ხმების სახით, ხალხმა მისცა. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით და ალბათ მუქარით, რომ ის პროპორციულ სისტემაზეც უარს იტყოდა. მაჟორიტარების ვითომ ბუნტის სპექტაკლი მოაწყვეს, რათა ვენეციის კომისიაზე ზემოქმედება მოახდინათ და რათა მათ არ ჩაეთვალათ, რომ შესაძლებელია ის სისტემა საერთოდ გაუქმებულიყო, რომელზეც გადასვლას ვაპირებთ. ფაქტობრივად, ეს ვენეციის კომისიაზე ზეწოლა და შანტაჟი იყო, რადგან ვხედავთ, რომ ხელისუფლება საკუთარი სასტარტო უპირატესობის მოპოვებას ყველა გზით ცდილობს, რაც მათ ისედაც აქვთ ძალოვანი უწყებებით, არაფორმალური მმართველობის სხვა ბერკეტებით, ადმინისტრაციული რესურსებით და ახლა უნდათ, რომ კონსტიტუცია მათ სასარგებლოდ მუშაობდეს, რაც კარგი არ არის“, - განაცხადა გოცირიძემ.
ვენეციის კომისიაში შექმნილი შეთანხმების მიხედვით, დაწესდება გადაუნაწილებელი მანდატების ზედა ზღვარი, აგრეთვე, ვენეციის კომისია დადებით რეკომენდაციას აძლევს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წესს.
მასალის გამოყენების პირობები






