ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა
პოლიტიკა - 14:05, 16 Jun, 2017     548
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს ვენეციის კომისიის 111-ე პლენარულ სესიას დაესწრება და სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრები უკვე გამართა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებები წარუდგინა.

„საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მიღებას ფართო, ეროვნული კონსენსუსი სჭირდება, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და არ უნდა იყოს ერთპარტიული დოკუმენტი. რადიკალური და მკაცრი პოზიცია გვაქვს გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. ბონუსთან დაკავშირებითაც და იმედია, კომისია გაითვალისწინებს ჩვენი მოსაზრებების კონტექსტს და საარჩევნო სისტემას შესაბამისად გაუწევს რეკომენდაციას. ჩვენი კონტექსტია - ხალხს არ უნდა მივცეთ ის სიგნალი, რომ გამარჯვება ნიშნავს ერთპიროვნულ მმართველობას,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებულ შენიშვნებს, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია პრეზიდენტისა და დარგის ექსპერტების მოსაზრებებს და შიდა კონტექსტს გაითვალისწინებს.

„იმედი გვაქვს, რომ კომისია მოუწოდებს ქართულ მხარეს, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემა ექსპერტებთან ერთად შეიმუშაოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის წევრებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ როცა მმართველი ძალა რადიკალურად არ ითვალისწინებს ხალხის ნებას, ამას სჭირდება შესაბამისი არგუმენტაციაც.

„თუ ჩვენ ვარჩევთ პრეზიდენტს, როგორც ნეიტრალურ არბიტრს, მაშინ ის სისტემა, რომლითაც ავირჩევთ პრეზიდენტს უნდა ემსახურებოდეს ამ ამოცანას, რომ მართლაც არ იყოს ერთი პარტიის მიერ დანიშნული პრეზიდენტი, არამედ იყოს ნეიტრალური“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42