როგორც ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლულებებით, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კომისიაში რეალურად 10 წევრი ეყოლება, დანარჩენი 3 კი მხოლოდ საპარლამენტი ოპოზიციის წარმომადგენლი იქნება.
„გარდა იმისა, რომ ოპოზიცია აშკარა მცირერიცხოვანია და დამკვირვებელ თვალს რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხადია, მოგეხსენებათ და ამიტომაც არის ეს ცვლილებები. საგანგაშოა ისიც, რომ არასაპარლამენტო იპოზიცია საერთოდ არ არის საარაჩევნო კომისიაში, რაც ზღუდავს მის უფლებებს და საერთოდ ირღვევა პარიტეტი და, პრაქტიკულად, ხდება არასაპარლამენტო ოპოზიციის გარიყვა პოლიტიკური პროცესებიდან,“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ და იქვე დასძინა, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო, თუკი ცვლილებები კანონში ასეთი სახით შევა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“ აღნიშნულ ინიციატივას შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს.
„პატრიოტთა ალიანსს“, მოგეხაენებათ, არ ჰყავდა წარმომადგენელი ცესკო- ში საპარლამენტო არჩევნებისას და დამკვირვებლის არარსებობის გამო, პარტიას სერიოზული ეჭვი აქვს მიღებული ხმების სწორად დათვლის თაობაზე. დღეს ილიას დღეა პარლამენტში და უნდა მოგახსენოთ, რომ ილიას თავის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში ცესკო-ს დაკომპლექტებაზეც უწერია. ცხადია, პირდაპირ ასე არა, ცესკო-ო, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში რომ ძალთა შორის პარიტეტის დაცვა აუცილებელია, ეს კი უწერია. და კიდევ ერთი: არ გვაქვს ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ამ კანონპროექტში, მაგრამ სწორედ ამ რეალობაში გთავაზობთ, დაემატოს ცვლილება, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამოვლინებისას, ის იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და არა ისე, როგორც ახლაა, ჯარიმით შემოფარგვლა,“ - აღნიშნა დეპუტატმა ჩხეიძემ, რომლის თქმითაც, ამ ინიციატივით „პატრიოტები“ ჯერ კიდევ შარშან გამოვიდნენ.
„ახლა სწორედ შესაბამისი დროა მის განსახირციელებლად,“ - დასძინა „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა პარლამენტში გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები






