ევროპარლამენტის რეზოლუცია - ქართველი ექსპერტები მანდატების განაწილების წესის ცვლილებაზე ამახვილებენ ყურადღებას
პოლიტიკა - 12:24, 16 Jun, 2017     856
ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან ქართველი ექსპერტები. ისინი კონსტიტუციური ცვლილებების იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესზეა საუბარი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ თუ არსებული ჩანაწერი არ შეიცვლება, ვერ მოხდება სისტემის პროპორციული გარდასახვა და გამარჯვებული პარტიის ლეგიტიმურობა კვლავ ნაკლები იქნება.

„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უფრო მეტად მიუახლოებენ პროპორციულ გარდასახვას ვიდრე ახლა არის ჩაფიქრებული. ეს თუ ასე არ მოხდება, ისევ დარჩება ის პრობლემა, რაც დღეს არსებობს, როდესაც ლეგიტიმაციის დონე იქნება ყველა ხელისუფლების ყველა გამარჯვებული პარტიისა უფრო ნაკლები, ვიდრე ამას იგი იმსახურებს,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი ელენე ნიჟარაძე კი ამბობს, რომ შემოთავაზებული მანდატების განაწილების წესი მნიშვნელოვნად აკნინებს ამ რეფორმის მნიშვნელობას.

"რეალურად ეს გამოიწვევს იმას, რომ შენარჩუნდება ის მდგომარეობა, რაც არსებობს შერეული სისტემის პირობებში, როდესაც სერიოზული დისპროპორცია გვაქვს მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის,“ - აცხადებს ელენე ნიჟარაძე.

ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები დღეს გახდება ცნობილი. ევროპელი ექსპერტები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ამ წუთებში მსჯელობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42