„ივანიშვილის მაფიოზურმა კლანმა დაიმორჩილა ქართული ბიზნესი და უცხოელ ინვესტორებსაც მიადგა“ - ენმ
პოლიტიკა - 11:54, 16 Jun, 2017     2213
ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისა და ინვესტორების შანტაჟზე საუბრობენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში".

პარტიის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა დაიმორჩილა, დააშანტაჟა ქართული ბიზნესი, უცხოელ ინვესტორებსაც მიადგა ხოლო, შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზი“, „ტერაბანკი“ „ფილიპ მორისი“ „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ და ა.შ. - ეს იმ უცხოური კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა მიმართაც ზეწოლა მიმდინარეობს.

„2012 წელი, 5 ოქტომბერი: „მე გაძლევთ პირობას, რომ ჩემი ხელისუფლება თანაბარ პირობებში ჩააყენებს ბიზნესებს და აღმოფხვრის სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის პრაქტიკას.

„თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ახდენს თქვენზე ზეწოლას აუცილებლად უნდა დაიწყო ყვირილი მე გამაუპატიურეს... და უნდა შემოჰკრა განგაშის ზარს“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს

თუმცა, მას შემდეგ დღემდე არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა ბიზნესმენმა განიცადა ზეწოლა.

ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა, ჯერ დაიმორჩილა, დააშანტაჟა და სრულ მორჩილებაში მოიყვანა ქართული ბიზნესი, ხოლო შემდეგ უცხოელ ინვესტორებს მიადგა. კომპანიებს, რომელთაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვთ განახორციელებული საქართველოში. ამ კომპანიებზე ხდება ხელოვნურად, მიზანმიმართულად პრობლემების შექმნა, რაშიც ივანიშვილს მხარს უმაგრებს ასევე მის მორჩილებაში მყოფი სასამართლო სისტემა და ამ სისტემის ურცხვი მოსამართლეები.

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ნაწილს იმ უცხოურ კომპანიებს, რომელთა მიმართაც ხორციელდება აღნიშნული ქმედებები და ასევე, იმ მოსამართლეების გვარებს, ვინც ამ უკანონობაშია ჩართული.

შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოსამართლე გიორგი დარახველიძე, ჯარიმის ოდენობა 365 მლნ.ლარი. მოსამართლე გოჩა აბუსერიძე ჯარიმის ოდენობა 200 მლნ.ლარი.

„ტერაბამკი“ „ფილიპ მორისი“ „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, ჯარიმის ოდენობა 150 მლნ. აშშ.დოლარი.

„დემირელის კოლეჯი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,5 მლნ.ლარი, დაყადაღებულია მთელი მათი ქონება, ხოლო მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მუსტაფა ჩაბუქს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,35 მლნ.ლარი, ხოლო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის მოქალაქე ჯიაჰან ჰაკინი საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდანვე გაუკეთეს დეპორტაცია.

კატეგორიულად მოვითხოვთ კიდევ ერთხელ: შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, რაც აუცილებლად გამოიღებს თავის უარყოფით შედეგს ჩვენი ქვეყნის ისედაც შეჩერებული ეკონომიკური განვითარებისთვის" - განაცხადა სირაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42