აფგან მუხთარლის გატაცებამ ქვეყნის იმიჯს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა - ექსპერტები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
პოლიტიკა - 09:43, 16 Jun, 2017     1026
ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც აფგან მუხთარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს შეეხება ლეგიტიმურად მიიჩნიათ ქართველ ექსპერტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

მათი შეფასებით, აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს დემოკრატულიმიჯს და სწრაფვას ევროპული სტრუქტურებისკენ ზიანი უკვე მიაყენა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია გამოძიების დროულად დასრულება.

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტმა უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის იმიჯს, საქართველოს სწრაფვას ევროპული სტრუქტურებისკენ, რადგან, ამ სწრაფვის მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ ფუნდამენტური, ადამიანური ღირებულებები არის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ევროპარლამენტის რეზოლუცია იმ კუთხით, რომ გვაძლევს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად შევამციროთ უკვე მიღებული ზიანი. ოღონდ ამის მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციის შელახვაზე საუბრობს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ხედავენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან და ამ ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა არ არის ეფექტური. ცხადია, ის კითხვები, რაც უჩნდება ქართულ საზოგადოებას, ამ ფაქტში ჩვენი სამართალდამცავების ჩართულობასთან დაკავშირებით, ეს კითხვები არსებობს ევროპაშიც და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის ეს არის ძალიან დიდი დარტყმა,“ - აცხადებს ეკა გიგაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42