ნატო ჩხეიძემ პარლამენტის სხდომაზე „ევროპელი ნაციონალები“ სიყალბეში ამხილა
პოლიტიკა - 22:18, 15 Jun, 2017     4838
„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო „ევროპელ ნაციონალებს“, ანუ ვამხილო ის სიყალბე, რაც მათ გააჟღერეს ილიას კონტექსტს მოწყვეტილი ფრაზების ამონარიდით, რაც მათ მიერ სრულიად თავდაყირა აყენებს ილიას ფიგურას, მის როლს ქვეყნის ისტორიაში და სამომავლოდაც,“ - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებისა“ და საკონსტიტუცი კომისიის წევრმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ილია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი იმიტომ იყო, ეროვნულად და სახელმწიოებრივად მოაზოვნეა.

„ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მისი დიდი სახელით ისარგებლონ და მოკავშირედ გამოიყენონ, მაგრამ ეს გამორიცხულია, რადგან ილია და ჩვენი „ნაციონალები“ ორი საპირისპირო პოლუსია. ამიტომ, კონტექსტიდან ამგლეჯილი ფრაზებით არაფერი გამოვა და საზოგადოებას ვერ დააჯერებენ, რომ ილია თუნდაც წამიერად მომხრე იყო ქართული მიწების გასხვისებისა,“ - განაცხადა დეპუტატმა.

სიტყვით გამოსვლისას ნატო ჩხეიძემ მიმართა დეპუტატ რომან გიცირიძეს, რომელმაც თავის გამოსვლაში გააკრიტიკა ფრაზა: „ქართული მიწის ცნება“. როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, ნამდვილად არსებობს გამოთქმა „ქართულუ მიწა“. მისივე თქმით, აგრეთვე, არსებობს გამოთქმა - „ქართული მიწები“ ისევე, როგორც არსებობს „ქართული ცის“ ცნება, თუმც ფსევდო გლობალისტებისა და ფსევდო ინტერნაციონალისტებისათვის ცა ცაა, რომელიც საერთოა და ყველას ხურავს, მიწა კი მიწაა, რომელზეც დავდივართ.

„ეს ცნებები გასაგები მხოლოდ პატრიოტებისა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისათვის და არა მარტო ჩვენში, არამედ, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, იმ დასავლეთშიც, რომლისკენ სწრაფვაც არავის მონოპოლიზება არ არის, თუნდაც ევოპელი დაირქვა. ილიამ, დიმიტრი ყიფიანის იდეის საფუძველზე, ბანკი შექმნა სწორედ ქართული მიწის გადასარჩენად: ბანკი ყიდულობდა იმ მიწებს, რომელსაც გაღატაკებული თავადაზნაურობა უცხოელებზე ყიდდა მერკანტელური მოსაზრებებით, ან გაჭირვების გამო, ან შვილი ჰყავდა სასწავლებლად გასაგზავნი, ან წამალი ჰქონდა ახლიბლისთვის საყიდელი. და მერე სათავადაზნაურო ბანკი იჯარით აძლევდა ამ შესყიდულ მიწებს უცხოელებს და როცა გრიგოლ ორბელიანი თავში ხელს იშენდა, განადგურდა ქვეყანა და ვიღუპებითო, სწორედ ილიამ გამოძებნა რეალური გზა და ბანკის საშუალებით გადაარჩინა მიწები გაყიდვისგან, ანუ იხსნა ქვეყანა და მოიტანა აქამდე,“ - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ, რომლის თქმითაც, მისასალმებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ილიას მეთოდი აირჩია.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსი“ მხარს უჭერს ამ კანონპროექტს.

„სულ ერთია, ეს „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მოიფიქრა თუ კონსტიტუციის განხილვის დროს მოსახლეობის დაჟინებულმა მოთხივნამ განაპირობა. მთავარია, ეს კანონპროექტი არსებობს ქართული მიწის დასაცავად,“ - დასძინა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას და იქვე აღნიშნა, რომ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ჰქონდა ამის შესახებ წინადადება შეტანილი საკონსტუტიციო კომისიაში.

„მეც, როგოეც საკონსტუტიციო კომისიის წევრს, ცვლილებების შესახებ ჩემს შეთავაზებაში ერთ-ერთი სწორედ ეს საკითხად მეწერა, რომ კონსტიტუციაში ყოფილიყო ჩანაწერი ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ და კოლეგებს მიმართა, რომ კარგი იქნება, თუ სხვა კანონპროექტების გამოტანისას ილიას ნააზრევს გაითვალისწინებენ.

„დამერწმუნეთ, ბევრია ილიას ტომებში დღევანდელიბისთვისაც გამოსაყენებელი, ასე გასინჯეთ, ცესკო- ს დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც კ. ცხადია, ასე პირდაპირ არა, ის კი წერია, რომ პარიტეტი დასაცავია. ილიას ნააზრევით ხელმძღვანელობა მეტად სასარგებლო იქნება ყველა მმართველი ძალისთვის, რათა მნიშვნელივანი კვალი დააჩნიოს საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებას და ღირსეულად შევიდეს ქვეყნის ისტორიაში,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველმა და ახალმა ფრთამ დიდად კი გააჭიანურა ამ საკითხის განხილვა, როგორც საერთოდ სჩვევიათ ქვეყნისათვის სასარგებლო საკითხების განხილვისას, მაგრამ დეპუტატმა იმედი გაქმოთქვა, რომ პარლამენტი მალე მიიღებს ზემოხსენებულ კანონს და სანამ ქვეყნის კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება, ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი გამოცხადდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42