ივანიშვილის დენდროლოგიური მარცხი - ზღვაში პირველად გასული ასწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს (ექსკლუზივი)
პოლიტიკა - 18:21, 15 Jun, 2017     25441
ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასწლოვანი ტიტა გახმა. ხე, რომელმაც ზღვაში პირველმა იმოგზაურა და ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადაიტანეს, მოჭრეს - ამის შესახებ ,,გურიის მოამბეს“ შეკვეთილიდან ადგილობრივებმა ექსკლუზიურად აცნობეს.

ხის გახმობისა და მოჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, დენდროლოგიურ პარკში დასაქმებული ერთ-ერთი პირი. გამხმარი ხე, უკვე მოჭრეს-გვეუბნება ის.

"ხე ძალიან ბევრი უმკურნალეს, უწამლეს, სპეციალისტებიც ჩამოსულები იყვნენ, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ხემ გადმორგვიდან ხმობა მალევე დაიწყო. არც შეიფოთლა, ერთადერთი ტოტი იყო დარჩენილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი ჰქონდა, მაგრამ ტიტა გახმობას ვერ გადაარჩინეს და მოჭრეს. აქ ყოვედღე ტონობით წყალი შემოაქვთ, რომ ხეები მოირწყას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა ხესთან დაცვაა გალიერებული. დაყენებულია რამდენიმე ვიდეო თვალი, პარკს ალბათ იმიტომ, რომ ინფორმაციის, ან ფოტო მასალის გატანა ვერ მოხერხდეს"-გვეუბნება ერთ-ერთი მუშა.

ის, რომ ასწლოვანი ხე ტიტა ვერ გადარჩა და მის მოჭრაზე იყო საუბარი, "გურიის მოამბეს" რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთიდანაც შეატყობინეს.

გუშინ საღამოს კი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხე მოჭრეს.

ტიტა, პირველი ხე იყო, რომელმაც ზღვაში რამდენიმე დღე იმოგზაურა.

ასწლოვანი ტიტა ციხისძირიდან გადმოიტანეს. ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში 5 დღის განმავლობაში იყო გაჩერებული. შეკვეთილის სანაპიროდან დენდროლოგიურ პარკამდე ბეტონის ფილების დასაგებად სამუშაოები ორი დღე მიმდინარეობდა. ტიტას ხე 650 ტონიანას იწონოდა.

საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებლები აქტიურად აზიარებდნენ კადრებს, სადაც ჩანდა, როგორ გადაჰქონდათ ნავით ზღვაში უზარმაზარი ხე – ამის შესახებ BBC წერდა.

ის, რომ გურია -აჭარიდან პარკში გადატანილი ასლოვანი ხეების გადარჩენა სერიოზული პრობლემა იქნებოდა, ექსპერტებიც საუბრობდნენ.

ტიტას გარდა, ივანიშვილის კიდევ ერთი დენდროლოგიური მარცხი ასწლოვანი წიფელი იყო. რომელიც სოფელ ნატანებიდან გადატანის დროს შუაზე გადატყდა და შეშად იქცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42